საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩისა და ირაკლი ტომარაის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ არგენტინის მძლავრ ნაკრებთან გამარჯვებამდე ვერ მივიდა.
შეხვედრა სამხრეთამერიკელებმა 14 ქულით – 68:54 მოიგეს. საქაეთელოს ნაკრებში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ლაშა მიქელაძე. გიორგი ჭეიშვილმა 9 ქულა დააგროვა, ხოლო ნიკა გურგენიძემ – 8. არგენტინელთა შორის ყველაზე მეტი – 19 ქულა ჰონდა გასტონ ბერტონას.
საქართველოს ნაკრებს 1 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და ცხრილში 5-7 ადგილებს იყოფს ბულგარეთთან და თურქეთის U15 ნაკრებთან. 1 თებერვალს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო 2-ში საქართველო მასპინძელთა U16 ნაკრებს შეხვდება.
2 თებერვალი თურქეთი U16 – საქართელო 19:45 3 თებერვალი საქართველო – უკრაინა 15:15 4 თებერვალი საქართველო – ბულგარეთი 15:15