საქართველოს 16-წლამდელთ ნაკრები ხვალ მაკედონიაში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ მიემგზავრება. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა თბილისში დღეს ბოლო ვარჯიში გამართა.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მთლიანობაში 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 2 საუკეთესო, ანუ ფინალში გასული გუნდები მიიღებენ. საქართველოს ნაკრებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ეყოლებიან: ინგლისი, მაკედონია, რუმინეთი და ლუქსემბურგი. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 2 საუკეთესო გავა, ხოლო ჩარჩენილები IX-XVIII ადგილებისთვის იბრძოლებენ.
29 ივლისი
საქართველო – ლუქსემბურგი 16:30
30 ივლისი
ინგლისი – საქართველო 16:00
31 ივლისი
საქართველო – მაკედონია 21:00
1 აგვისტო
რუმინეთი – საქართველო 21:00
უკანახაზელები: ზეზვა ლილუაშვილი (აკადემია), გიორგი დვალი (რუსთავი), ნუგზარ აბულაძე (ზაზა), თორნიკე ქიტოშვილი (რუსთავი),
ფორვარდები: საბა ჯაყელი (აკადემია), ნიკა ამირხანაშვილი (აკადემია), კახაბერ ტომარაძე (ჰიუნდაი), ალექსანდრე ბოლქვაძე (ჰიუნდაი), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (აკადემია), ბექა დარახველიძე (აკადემია),
ცენტრები: არჩილ პულუზაშვილი (ზაზა), უჩა გამრეკლიძე
გია კაზანჯიანი – მთავარი მწვრთნელი
ირაკლი ტომარაძე – ასისტენტი მწვრთნელი
დიმიტრი ჟაკობოვი – ასისტენტი მწვრთნელი
ვლადიმერ მგელაძე – ექიმი