საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ კონიის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე გემგზავრა. აღნიშნული შეჯიბრი ამ ასაკში არა მატო ევროპაში, მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია.
წლეულს ტურნირის ფორმტი განსხვავებულია. მონაწილე 8 გუნდი ერთმნეთში ერთ წრედ თამაშბოს, რის შემდეგაც გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელები პლეი ოფის გარეშე გამოვლინდებიან. ანუ ყველა გუნდი 28 იანვრიდან 4 თბერვლის ჩათვლით 7 მატჩს გამართავს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია სერბი მილოშ გლიგორიევიჩი, ხოლო მისი ასისტენტი ირაკლი ტომარაძე. შემადგენლობას და თამაშების განრიგს წარმოდგენილ ცხრილში ნახავთ.
მატჩების პირდაპირი, ვიდეო ტრანსლაცია იწარმოებს შემდეგ ბმულზე: http://www.tbftv.org/
მატჩების პირდაპირი, ტექსტური ტრანსლაცია იწარმოებს შემდეგ ბმულზე: http://www.tbf.org.tr/organizasyonlar/tbf-uluslararasi-u16-turnuvasi
28 იანვარი საქართველო – თურქეთუ U15 17:30 29 იანვარი საქართველო – ლატვია 15:15 30 იანვარი ლიტვა – საქართველო 15:15 31 იანვარი საქართველო -არგენტინა 15:15 2 თებერვალი თურქეთი U16 – საქართელო 19:45 3 თებერვალი საქართველო – უკრაინა 15:15 4 თებერვალი საქართველო – ბულგარეთი 15:15