საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია 81:65 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია 81:65 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდა. ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე B დივიზიონში გია კაზანჯიანის გუნდმა ავსტრიას 81:65 მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის 2 წაგებით დაწყების შემდეგ ქართველები არ გატყდნენ, ჯგუფში დარჩენილი სამივე მატჩი მოიგეს და ჯგუფიდან გააღწიეს. ამით, კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის 8 საუკეთესო გუნდში ადგილი გაინაღდა.
ბოლო ტურის წინ საქართველო მხოლოდ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული. მოუგებდა ავსტრიას მინიმუმ 5 ქულით, ჯგუფიდან გადიოდა, ვერა და, მეორე ეტაპზე ავსტრია გადიოდა. საქართველოს ნაკრებმა მძიმედ დაიწყო და პირველი მეოთხედი 6 ქულით წააგო, დიდი შესვენებისთვის კი 7 ქულით ჩამორჩებოდა – 33:40.

მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა საქართველოს ნაკრები გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ბევრ საჯარიმოებს აცილებდნენ (37-დან 20 ჩააგდეს), სროლები და რაც მთავარია, სწრაფი გარღვევევი წაუვიდათ და მესამე მეოთხედის 25:11 მოგების შემდეგ 7-ქულიანი ჩამორჩენა 7-ქულიანი ლიდერობით შეცვალეს.
ბოლო პერიოდში ქართველებმა მოპოვებული უპირატესობა არათუ დათმეს, არამედ განიმტკიცეს და საბოლოოდ ავსტრიელებს 16 ქულით – 81:65 მოუგეს, რითაც ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდეს. ვინც მოედანზე იყო, გამარჯვებაში ყველამ დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა გამოსარჩევია ლევან გოგოალაძის და ვიტალი ცქიფურიშვილის სიზუსტე. ამ ბიჭებმა საბოლოო ჯამში 19-19 ქულა დააგროვეს. გოგალაძემ ბოლო 2 წუთში 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ცქიფურიშვილმა ბოლო პერიოდში 4-დან 4 ორქულიანი მიითვალა. ქუთაისელმა უკანახაზელმა, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, საბოლოოდ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრები პირველადგილოსან ჩეხეთთან ერთად მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც 4-გუნდიან – F ჯგუფში მოხვდა. ეს ორი გუნდი ერთმანეთს აღარ შეხვდება და პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირებული შედეგი გადაყვებათ. ანუ ჩეხეთი მეორე ჯგუფურ ეტაპს 1 გამარჯვებით, საქართველო კი 1 მარცხით დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთმა ქართველებს 8 აგვისტოს 52:51 მოუგო.
F ჯგუფში მოხვდნენ ბოსნია და ისრაელი, რომლებმაც პირველი ეტაპი C ჯგუფში 1-2 ადგილებზე დაასრულეს. როგორც ჩეხეთმა საქართველოს, პირველ ეტაპზე ბოსნიამაც 1 ქულით დაამარცხა დანია და F ჯგუფში ეს შედეგიც იქნება გათვალისწინებული. ანუ ოთხივე გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს და ჯგუფში საბოლოოდ 1-2 ადგილებზე გასული გუნდები ნახევარფინალში გავლენ.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 12 აგვისტო
ავსტირა 65:81 საქართველო
21:15, 19:18, 11:25, 14:23
სრული სტატისტიკა: 65:81
D ჯგუფი (საბოლოო ცხრილი)

1.

ჩეხეთი

5

5/0

376/259

10
2.

საქართველო

5

3/2

348/285

8
3.

ავსტრია

5

3/2

312/316

8
4.

უნგრეთი

5

2/3

348/332

7
5.

ლუქსემბურგი

5

1/4

231/372

6
6.

ბელარუსი

5

1/4

310/361

6
C ჯგუფი (საბოლოო ცხრილი)

1.

ბოსნია

4

4/0

262/230

8
2.

დანია

4

2/2

290/259

6
3.

ჰოლანდია

4

2/2

247/229

6
4.

ისრაელი

4

2/2

288/266

6
5.

სლოვაკეთი

4

0/4

210/313

4
 
მეოთხედფინალური ეტაპი 
E ჯგუფი

1.

ფინეთი

1

1/0

77/59

2
2.

სლოვენია

1

1/0

72/70

2
3.

ინგლისი

1

0/1

70/72

1
4.

მაკედონია

1

0/1

59/77

1
F ჯგუფი
14 აგვისტო
ბოსნია – საქართველო        20:30
ჩეხეთი – დანია                    22:30
15 აგვისტო
ჩეხეთი – ბოსნია                  20:30
საქართველო – დანია          22:30