საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯან თანატოლებს 16 ქულით სძლია

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯან თანატოლებს 16 ქულით სძლია

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, სპორტის ახალ სასახლეში ამხანაგური მატჩი გამართა აზერბაიჯან თანატოლთა გუნდთან. შეხვედრა კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით – 69:53 დასრულდა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი ქართველებმა დამაჯერებლად – 22:10 მოიგეს, რის შემდეგაც მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს და დიდ შესვენებამდე აზერბაიჯანელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. ოთარ პერტაიას შედეგიანობით საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდი 19:13 მოიგო და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა.
საბოლოოდ ქართველებმა დამაჯერებელი სხვაობით – 69:53 იმარჯვეს და აღნიშნული მატჩიდან საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს. 16-წლამელთა ნაკრებმა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულა, სადაც 26 მატჩიდან 11 მოიგო და პლეი ოფში გამსვლელ 8 გუნდს შორის ვერ მოხვდა.
გამარჯვებულებას 19 ქულით ოთარ პერტაიამ ულიდერა, 9 ქულა მიითვალა გივი გოგიტაშვილმა, 8 ქულა დაგროვდა კახა ჟღენტის ანგარიშზე.