საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში მასპინძლები დაამარცხა

საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში მასპინძლები დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ქართველებმა მასპინძელთა ნაკრებს სძლიეს და წინა დღეს ისლანდიასთან მარცხის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა გამოისწორეს.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დიდი მობილიზებით ჩაატარა მთელი თამაში და ბულგარეთის საკმაოდ მძლავრ გუნდს 7 ქულით – 82:75 სძლია. ბულგარელებმა პირველ ტურში ჩეხებთან დაძაბულ ბრძოლაში – 82:84 დათმეს, ხოლო ჩეხებმა დღეს ბელგიას 55:52 სძლიეს. ერთი სიტყვით, ჯგუფი, სადაც საქართველოა, ძალები მეტნაკლებად თანაბარია და სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე გაურკვეველი იქნება იმ 2 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში გავლენ.
ბულგარეთთან მატჩში თავი ისახელა ლაშა მიქელაძემ, რომელმაც 25 ქულა და 15 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე) მოიპოვა. მიქელაძემ 16 ცდიდან 11 ორქულიანი ჩააგდო რასაც 6-დან 3 საჯარიმო მოაყოლა. ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა, ხოლო ოთარ პერტაიამ გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა შემატა.
მომდევნო მატჩს 16-წლამდელები დღეს ბელგიასთან, თბილისის დროით 22:30 საათზე გამართავენ.
ევროპის U16 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სოფია. ბულგარეთი. 12 აგვისტოსაქართველო 82:75 ბულგარეთისრული სტატისტიკა: 82:75