საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მორიგი, რიგით მესამე მატჩი გამართა. ქართველების მეტოქე ბალტიისპირეთის ყველაზე მძლავრი წარმომადგენელი, ლიტვა გახლდათ, რომელთანაც მილოშ გლიგორიევიჩისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები 70:102 დამარცხდა.
ლიტველთა უპირატესობა განსკუთრებით დიდი იყო ფარზე. საბოლოოდ ბალტიისპირელებმა ქართველებზე 28-ით მეტი ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნეს: 53-25 შეფარდება ასეთი გახლდათ. პირველი ტაიმის შემდეგ ლიტველები 53:31 იგებდნენ, ხოლო მესამე პერიოდში ლიდერობას კიდევ 17 ქულა წაამატეს, რითაც შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს. დასკვნითი მეოთხედი იყო ერთადერთი, რომელიც ქართველებმა მოიგეს – 25:18, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრებში 11 ქულით ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა. 10-10 ქულა მოაგროვეს ლაშა მიქელაძემ და გიორგი ჭეიშვილმა. 8-8 ქულა ვოვა თავაქარაშვილისა და ნიკა გურგენიძის ანგარიშზეა. 7-7 ქულა მიითვალეს ნიკა ნიკოლაიშვილმა და ვალერი ჩხიტუნიძემ.
3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და 8 გუნდში მე-5 ადგილზე იმყოფება. 31 იანვარს ქართველები არგენტინას შეხვდებიან. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შეგეძლებათ თბილისის დროით 15:15 საათიდან შემდეგ ბმულზე: http://www.tbf.org.tr/organizasyonlar/tbf-uluslararasi-u16-turnuvasi
დარჩენილი კალენდარი:
31 იანვარი საქართველო -არგენტინა 15:15 2 თებერვალი თურქეთი U16 – საქართელო 19:45 3 თებერვალი საქართველო – უკრაინა 15:15 4 თებერვალი საქართველო – ბულგარეთი 15:15