საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიასთან ბრძოლაში წააგო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიასთან ბრძოლაში წააგო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მე-2 მაჩი გამართა და დასანანი მარცხი განიცადა. მილოშ გლიგორიევჩისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ქართველები ლატვიელ თანატოლებ შეხვდნენ და 4 ქულის სხვაობით – 61:65 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ საქართელოს ნაკრებმა ტურნირის პირველი მატჩი თურქეთის 15-წლამდელთა ნაკრებთან გამართა და ოვერტაიმშ – 100:95 მოუგო. ბალტიისპირეებთან მატჩიც დაძაბულად წარიმართა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე, სამწუხაროდ, ლატვიელთა სასარგებლოდ გადაწყდა.
საქართველოს ნაკრებში კვლავ ორმგ დუბლს უწია ლაშა მიქელაძემ, რომელმაც 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულა მიითვალა გიორგი ჭეიშვილმა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა პირად ანგარიშზე 11 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მონაწილე რვავე ნაკრები ერთ ჯგუფშია თავმოყრილი და პრიზიორებიც 1 წრის თავზე გამოვლინდებიან. 2 ტურის შემდეგ საქართველო მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 იანვარს – თბილისის დროით 15:15 საათზე, ლიტვასთან გამართავს.