საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი ისევ გაანადგურა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი ისევ გაანადგურა

საქართველოს 16-წლმდელთა ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩიც მოუგო სომეხ თანატოლებს. შეგახსენებთ, რომ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის ემზადება და სომხეთთან სპარინგ-მატჩებიც ამ მოტივით დაიგეგმა.
ქართველებმა სომხებს პირველი მატჩი 93:45 მოუგეს, მეორე შეხვედრაში კი მეტოქეს კიდევ უფრო იოლად – 107:46 ჯობეს. საქართველოს ნაკრებში 22 ქულით ბიძინა ფეიქრიშვილი გამოირჩა. 16 ქულა დააგროვა ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო ზურა ვაშაკიძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ჯგუფში შემდეგ გუნდებთან მოხვდა: დიდი ბრიტანეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, მაკედონია და პორტუგალია. ტურნირი, რომლის საუკეთესო 3 გუნდი, „ა“ დივიიონში გადავა, 10-19 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.
საქართველო – სომხეთი 107:46