საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მაკედონია დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მაკედონია დაამარცხა

საქართელოს 16-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება, სადაც ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს პირველი სპარინგ-მატჩი მაკედონიასთან გამართა მიუხედავად პირველი ტაიმის წაგებისა, საბოლოოდ დამაჯერებლად -67:45 იმარჯვა.

ქართველებმა კარგად დაიწყეს და საწყისი პერიოდი 16:13 მოიგეს, თუმცა მეორე მეოთხედში მაკედონიელებმა იძალეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 28:22. მესამე პერიოდი გარდამტეხი გამოდგა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა უბადლოდ ჩაატარა და მეტოქეს 31:7 აჯობა. 18 ქულით დაწინაურებულმა ქართველებმა მეოთხე პერიოდში უპრირტესობა კიდევ 4 ქულით გაზარდეს და საბოლოოდ 22 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
ჩვენს ნაკრებში 13 ქულით რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩა, 12 ქულა ჰქონდა ნიკა გურგენიძეს, ხოლო ბექა ბექაიამ 11 ქულა მიითვალა. ქართველები მორიგ მატჩს ხვალ, 23 ივლისს, კვლავ მაკედონიის ნაკრებთან გამართავენ.  
მაკედონია U16 – საქართველო U16 45:67 13:16, 15:6, 7:31, 10:14
საქართველო: ანდრონიკაშვილი (13), გურგენიძე (12), ჭეიშვილი, მიქელძე (6), თავარაშვილი (5); ბექაია (11), გიგიბერია (2), სულხანიშვილი (6), ვაშაკიძე (10), შუკაკიძე (2), ფეიქრიშვილი