საქართელოს 16-წლამელთა ნაკრებმა თურქეთში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქალაქ კონიას საერთაშორისო ტურნირზე ქართველებმა უკრაინას 76:71 სლიეს და მონაწილე 8 გუნდს შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს.
აქამდე გამართული 5 მატჩიდან ქართველებს მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდათ. მილოშ გლიგორიევიჩისა და ირაკლი ტომარაის გაწვრთნილმა გუნდმა თურქეთის 15-წლამდელებს მოუგო, ხოლო ლიტვასთან, ლატვიასთან, არგენტინასთან და თურქეთის U16 ნაკრებთან დამარცხდა. ტურნირის მე-6 მატჩში საქართველოს მეტოქე უკრაინა გახლდათ, რომელიც მესამე პერიოდის შემდეგ 6 ქულით იგებდა, თუმცა ქართველებმა ბოლო მეოთხედში 21:10 იძალეს და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწიეს.
საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი ზურა ვაშაკიძე გახდა. 14-14 ქულა მოაგროვეს გიორგი ჭეიშვილმა და ლაშა მიქელაძემ. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი მიითვლა და 14 ქულას 13 მოხსნაც მოაყოლა.
ტურნირი 4 თებერვალს სრულდება. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ აუტსაიდერ ბულგარეთს ხვდება. მატჩი თბილისის დროით 15:15 საათზე დაიწყება და მისი ნახვა ონლაინ რეჟიმში შემდეგ ბმულზე შეგეძლებათ: http://www.tbftv.org/
სატურნირო ვითარება