საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ მაკედონიაში მიემგზავრება. დედაქალაქ სკოპიეში 24 ნაკრები მოიყრის თავს, რომლებიც A დივიზიონის 3 საგზურისთვის იბრძოლებენ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს შარშან მიზნამდე მცირედი დააკლდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, თუმცა მეორე ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა ისრაელთან წაგების გამო ვერ მოახერხა. იმ გუნდის ბირთვი წლეულს შენარჩუნდა და საქართველოსაც ელიტაში ანაცვლების არცთუ ურიგო შანსი აქვს. თუმცა ქართველები მაკედონიაში დანაკლისით მიდიან. ბოლო მომენტში შემადგენლობიდან ამოვარდა სასტარტო ხუთეულის წევრი, იტალიური „რიმინის“ კალათბურთელი, გიორგი ცირეკიძე. მის ნაცვლად 12-კაციან შემადგენლობაში ადგილი კოკა ფიფიას ერგო.
ჩვენი ნაკრები D ჯგუფში მოხვდა ალბანეთთან, ინგლისთან, სლოვაკეთთან, უკრაინასთან და შოტლანდიასთან ერთად. ჩამოთვლილი ნაკრებებიდან მერვედფინალში 2 საუკეთესო გავა. თუკი საქართველომ მოახერხა პლეი ოფში გასვლა, მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე იმ ჯგუფიდან იქნება, რომლის ფავრიტებიც ისლანდია, ჩეხეთი და ესტონეთი არიან (პლუს ჰოლანდია, დანია და ლუქსემბურგი).
საქართველოს ნაკრებმა ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა ბელარუსში, მონტენეგროსა და ლატვიაში. 18-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრი 20-წლამდელებთან ერტად ჩინეთშიც იმყოფეოდა, სადაც 9 ამხანაგური მატჩი გამართა ლიტვის, ჩინეთისა და ამერიკის ნაკრებებთან.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი სტარტს 29 ივლისს აიღებს და 7 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართელოს ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
29 ივლისი საქართველო – ალბანეთი 23:00 30 ივლისი შოტლანდია – საქართველო 18:30 31 ივლისი საქართველო – ინგლისი 23:00 2 აგვისტო უკრაინა – საქართველო 23:00 3 აგვისტო საქართველო – სლოვაკეთი 20:45 (მითითებულია თბილისის დროები)