საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი 15 ქულით დაამარცხა

საქართელოს 18-წლამდელები ესტონეთს გამარჯვებით ტოვებენ. შეკრებაზე მყოფმა გია კაზანჯიანის გუნდმა ესტონელ თანატოლებთან 3-ქულიანი მარცხის შემდეგ დღეს მეორე სპარინგ-მატჩი გამართა და 15 ქულის სხვაობით – 82:67 დაამარცხა.
ქართველებმა მასპინძლები მესამე პერიოდში გატეხეს, რომელიც 12 ქულით – 27:15 მოიგეს. მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. საქართელოს ნაკრები დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 1 ქულით – 40:39 იგებდა.
საქართველოს ნაკრებში 19 ქულით ბომბარდირი გიორგი ცირეკიძე გახდა, 11 ქულა და 20 მოხსნა ლადო ფურცხვანიძემ მიითვალა, 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან გოგალაძემ. საქართველოს ნაკრები საქართველოში დღეს გამოემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის მზადებას თბილისი განაგრძობს, სადაც 15 და 16 ივლისს უკრაინის ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
18-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ტალინი. 10 ივლისი
ესტონეთი 67:82 საქართველო
14:12, 25:28, 15:27, 13:15
სრული სტატისტიკა: 67:82