საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნახევარფინალი ბელგრადის აკადემიასთან წააგო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნახევარფინალი ბელგრადის აკადემიასთან წააგო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბელგიაში მიმდინარე კოკა-კოლას საშობაო ტურნირზე მნახევარფინალში დამარცხდა. გია კაზანჯიანის გუნდის მეტოქე ბელგრადის საკალათბურთო აკადემიის გუნდი იყო. სერბეთს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო სკოლა ჰყავს და მის ეთ-ერთ წამყვან წარმომადგენელთან საქართველოს ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია.
ქართველები ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდნენ წარმატების შანსს, თუმცა სერბულმა გუნდმა უფრო მობილიზებით ჩაატარა დასკვნითი წუთები და საბოლოოდ 84:72 იმარჯვა. ბელგრადელები ფინალში გავიდნენ, სადაც მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულ ისრაელის 18-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან.