საქართველოს 18–წლამდლთა ნაკრებმა კიევში პირველი მატჩი გამართა

საქართველოს 18–წლამდლთა ნაკრებმა კიევში პირველი მატჩი გამართა

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც უკრაინაში საკონტროლო მატჩების გასამართად იმყოფება, კვირა საღამოს პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა 18–წლამდელებმა მასპინძელ თანატოლებს ღირსეული ბრძოლა გაუმართეს, ბოლო მეოთხედში ჩამორჩნა 4 ქულამდეც შეამცირეს, თუმცა უკრაინელებმა გადამწყვეტი წუთები უკეთ ჩაატარეს და 75:62 გაიმარჯვეს.
 
პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 25:9 მოიგეს, მეორე ათწუთეული კი ქართველების იყო – 15:8. შემდეგ თამაში გათანაბრდა და უკრაინელები დაახლოებით 10–ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ. ბოლო მეოთხედში მიხეილ ბერუაშვილის გუნდი გააქტიურდა, ირაკლი მიქელაძის, ლერი კვანტალიანის და სხვათა აქტიურობით ჩვენებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. გადამწყვეტ წუთებში ქართველებს ძალა აღარ ეყოთ და უკრაინელებმა გამარჯვებას მიაღწიეს.
 
მომდევნო მატჩს უკრაინელ თანატოლებთნ ქართველები დღეს გამართავენ
 
უკრაინა 75:62 საქართველო
25:9, 8:15, 23:21, 19:17
 
საქართველო: მიქელაძე (13 ქულა, 4 ჩაჭრა), კვანტალიანი (8), ჯიშიაშვილი (8), ლოლიშვილი (7), რამიშვილი (7)