საქართველოს ნაკრები დღეს გამთენიისას ჩამოვიდა თბილისში. ჩვენს ნაკრებს 2 ამერიკელი ჩამოჰყვა, რომლებიც დღეს უკვე საქართველოს მოქალაქეები გახდნენ.
ტაურინ გრინი და ქუინტონ ჰოსლი ჩვენს ნაკრებს ახლახან შეუერთდნენ. მათ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს და ჩვენი ეროვნული გუნდის მაისურით ჯერ უნგრეთში, გუშინ კი სლოვაკეთში ითამაშეს.
დღეს შუადღისას კი ისინი ვაკე–საბურთალოს რაიონის საპასპორტო განყოფილებაში მივიდნენ და უკვე ოფიციალურად გახდნენ საქართველოს მოქალაქეები – თავიანთი ფაქსიმილია ახალ, ქართულგერბიან პასპორტზე დაუსვეს. ჩვენი ქვეყნის ახალგამომცხვარ მოქალაქეებს ეს ფოტო იმ მომენტში გადავუღეთ, როცა საპასპორტო განყოფილებიდან გამოვიდნენ, რის შემდეგაც ერთმანეთს „გაქართველება“ მიულოცეს.
მეორე ფოტო კი სპორტის სასახლესთან მდებარე „მაკდონალდთანაა“ გადაღებული, სადაც პასპორტის მომლოდინე ჰოსლიმ და გრინმა დასანაყრებლად შეიარეს.