ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მატჩი საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებებს შორის 15 ივლისს, თბილისის დროით 15 საათსა და 15 წუთზე,’’მერკურის’ დარბაზში გაიმართა.
მატჩი დავით ლომიძემ ორი ზუსტი სამქულიანი სროლით გახსნა. საწყის 5 წუთში ქართველებმა მონტენეგოელეს აჯობესს და სამქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ (7-10), თუმცა პირველი მეოთხედის მეორე ნახევარში მონტენეგროელები დაწინაურდნენ და პირველპერიოდის 1 ქულის სხვაობით მოგება შეძლეს (16-15).
მეორე მეოთხედი მონტენეგროელებმა ეფექტური, ზევიდან გდებით გახსნეს. ქართველების შეცდომების წყალობით მონტენეგროელებმა არაერთხელ მოათავსეს ბურთი კალათში და უპირატესობა საგრძნობლად გაზარდეს (25-17). ქართველებმა მოახერხეს ამ უპირატესობის აღმოფხვრა და წინაც გავიდნენ (30-27), თუმცა ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და პირველი ტაიმი 32:43 დათმეს. ეს უპირატესობა ბალკანელებმა კიდევ გაზარდეს და მესამე პერიოდის ბოლოს 15 ქულით – 60-45 გალიდერდნენ.
ქართველებმა ვერც უკანასკნელ მეოთხედში შეძლეს მატჩში გადამწყვეტი ცვლილებების შეტანა და საბოლოოდ 55:78 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი დავით ლომიძე გახდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო იყო გიორგი ტურძილაძე, რომელმაც 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია იოსებ გოგნაძის კარგი თამაში ფარზე, რომელმაც 8 მოხსნა მიითვალა.
მონტენეგროელებს პეტარ პოპოვიჩმა ულიდერა 17 ქულით, მილოშ კრივოკაპიჩის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 17 ივლისს, თბილისის დროით 15 საათსა და 15 წუთზე მაკედონიის 20-წლამდეთა ნაკრებთან გამართავს.
დავით ლომიძე (კაპიტანი): დღეს ძალიან ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. ვფიქრობ, მონტენეგრო ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი და სწორედ ამ კომპონენტში დაგვჯანეს ყველაზე მეტად.
ვფიქრობ, რომ მატჩის პირველი ნახევარი ძალიან კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორე ნახევარში ძალიან დავიღალეთ და ვეღარ შევძელით თამაშის მაღალ დონეზე გაგრძელება. ტრავმა მიიღო ლევან მასხულიამ, რომელიც ვეღარ დაეხმარა გუნდს. ვფიქრობ, ამ მიზეზების გამო დავმარცხდით, მაგრამ ასე არ დავნებდებით და მომავალ მატჩებში გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ხალკიდა. საბერძნეთი. 15 ივლისი მონტენეგრო 78:55 საქართველო სრული სტატისტიკა: 78:55