ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი სრულფასოვანი მატჩი გამართა სომხეთში და 10 ქულის სხვაობით – 57:47 გაიმარჯვა. ქართველებს გუშინ პირველი მატჩის ჩამთავრება არ დასცალდათ. სომეხ თანატოლთა ნაკრებთან მატჩის მე-3 პერიოდში ფარის კონსტრუქცია დაზიანდა და შეხვედრა ვეღარ გაგრძელდა.
ყაზახეთთან მატჩი სხვა – სპორტკომპლექს „მიკას“ დარბაზი დანიშნეს და შეხვედრაც უპრობლემოდ წარიმართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ყაზახებს პირველი პერიოდი 19:14 მოუგო და დიდი შესვენებისთვის კვლავ 5 ქულით ლიდერობდა. მესამე მეოთხედში ქართველებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს – გუნდური თამაშის წყალობით ათწუთეული 18:10 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 13 ქულით დაწინაურდნენ.
ბოლო მეოთხედში ყაზახებმა ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს და შეხვედრაც ქართველების 10-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. 11 ქულით ჩვენს ნაკრებს ლევან გოგალაძემ ულიდერა. 9-9 ქულა ერთბაშად სამმა კალათბურთელმა – ვილი ისიანმა, ლადო ფურცხვანიძემ და დავით აფხაზავამ მიითვალეს. 7 ქულა დაგროვდა ნიკა დარბაიძის ანგარიშზე.
ხვალ, დილის 11 საათზე ქართველები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ავტობუსით თბილისისკენ გამოემგზავრებიან.
ყაზახეთი U20 – საქართველო U20 47:57 14:19, 11:11, 10:18, 12:9 საქართველო: გოგალაძე (11), ბაბილოძე, ცირეკიძე (5), დარბაიძე (7), ფურცხვანიძე (9); ქავთარაძე (2), ისიანი (9), ფევაძე (6), აფხაზავა (9), გიორგაძე, ნუცუბიძე