საქარველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მცირედი დააკლდა, რომ ევროპის ლიგის ფინალში გასულიყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, მოსკოვის რეგიონ ხიმკიში ოთხთა ფინალის პირველი მატჩი ჩაატარა, რომელშიც მასპინძელ „ხიმკის“ შეხვდა და ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბროლაში – 76:82 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები მატჩისთვის განკუთვნილი დროის უმეტეს ნაწილში იგებდა. მასპინძლებმა გარდატეა ბოლო პერიოდში მოახდინეს, რაც ლბათ ვერც გამოუვიდოდაათ, რომ არა მსაჯების ლოიალური დამოკიდებულება. ასე იყო თუ ისე, „ხიმკიმ“ ბოლო პერიოდი 10:0 გაქცევით დაიწყო, 9-ქულიან ლიდერობას დაეპატრონა და ფინალში გასსვლელად სოლიდური განაცხდი გააკეთა.
საქართველო ნაკრებმა ამ დეფიციტის აღმოფხვრა მოახერხა. გიორგი კორსანტიას, დავით ლომიძის, დავით აფხაზავას და ჩვენი გუნდის სხვა წევრთა შედეგიანობით მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 74:74. დარჩენილ დროში მასპინძლებმა მოახერხეს ქართველების ჩამოტოვება და სასურველი ანგარიშის დაფიქსირება.
საქრთველოს ნაკრებში 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. დავით ლომიძის ანგარისზე 20 ქულა დაგროვდა. 15 ქულა და 7 პასი მიითვალა დავით აფხაზავამ. რუსულ კლუბში 17-17 ქულით ილია კარპენკოვი და მაქსიმ ბარაშკოვი გმოირჩნენ.
საქართველო ნაკრები მესსამე ადგილისთვის მატჩში პოლონურ „ვლადსლავოვოს“ შეხვდება, რომელიც დღეს ბელარუსულ „ცმოკი-მინსკთან“ 55:74 დამარცდა. საქართველოსა და ბელარუსული კლუბის მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ლიგა. U20. ოთხთ ფინალი. 15 აპრილი. ხიმკი, მოსკოვი, რუსეთი
ხიმკი (რუსეთი) 82:76 საქართველო
სრული სტატისტიკა: 82:76