საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან მოგება ბოლო წუთზე დათმო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან მოგება ბოლო წუთზე დათმო

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში წარუმატებელი სტარტის შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მძლავრი მატჩი ჩაატარა პორტუგალიის ნაკრებთან. ქართველები დასავლეთ ევროპელებს თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ამარცხებდნენ, საბოლოო წარმატებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა მაინც დამარცხდნენ.
40 წუთი მიმდინარე მატჩის 31 წუთი ქართველები ლიდერობდნენ.  საქართველოს სასარგებლოდ მაქსიმალურმა სხვაობამ 8 ქულა შეადგინა, თუმცა ლიდერობა ჩვენებმა გადამწყვეტ ეპიზოდში ვერ შეინარჩუნეს. მესამე პერიოდის 8:13 წაგების შემდეგ ქართველები 1 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში ლიდერობას მაინც დაეპატრონნენ – 47:44.
ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რომელიც უკეთესად პორტუგალიელებმა ჩაატარეს და საბლოოდ 2 ქულის სხვაობით – 57:55 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებში 16 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო ნუგზარ აბულაძე იყო, ხოლო 11-11 ქულა ლევან მასხულიამ და გიორგი ტურძილაძემ მოაგროვეს.
ჩვენს ჯგუფში 2 მოგებით მონტენეგრო ლიდერობს, ხოლო მომდევნო ადგილებზე თითო მოგებ-წაგებით ლუქსემბურგი და პორტუგალია არიან განთავსებულნი. მოგების არმქონე საქართველო და კოსოვო ბოლო ადგილებს იკავებენ.
ხვალ, 12 ივლისს, საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდება.
ევროპის U20 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სეკეშფეხერვარი. უნგრეთი. 11 ივლისი
პორტუგალია 57:55 საქართველო
18:21, 13:14, 13:8, 13:12
სრული სტატისტიკა: 57:55
 

შეტევაზეა სოსო მაჭავარიანი