საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ნახევარფინალის საგზურს დანია შეეცილება

დანიისა და ესტონეთის მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველომ მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ვერ მოიპოვა ნახევარფინალის საგზური. ყველაფერი ხვალ გაირკვევა. საქართველო დანიას ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადის – შესაბამისად, ნახევარფინალში მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება.
 
არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო დანიასთან დამარცხების შემთხვევაშიც გავიდეს ნახევარფინალში, ოღონდ ჯგუფში მეორე ადგილიდან. ბოლო ტურში ესტონეთი სავარაუდოდ დაამარცხებს ბულგარეთს და 5 ქულას დააგროვებს. ხოლო თუ დანიამ საქართველოს მოუგო, სამ გუნდს – საქართველოს, ესტონეთს და დანიას 5–5 ქულა ექნება და საქმეში პირად მატჩებში ნაჩვენები შედეგები ჩაერთვება. ასეთ შემთხვევაში თუკი საქართველო დანიასთან 2 ქულაზე მეტით არ წააგებს, ესტონეთი და საქართველო ნახევარფინალში გავლენ. 
 
საქართველოსა და დანიის მატჩი ხვალ თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება
 
ესტონეთი 62:58 დანია
 
სატურნირო ვითარება
 
1.       საქართველო        2        2/0     176/162      4
2.         ესტონეთი                2          1/1       149/146          3
3.         დანია                        2          1/1       130/123          3
4.         ბულგარეთი             2          0/2       136/160          2