საქართველოს 2002 წლიანთა ნაკრები სანკტ-პეტერბურგში, ევროპის ლიგაზე სათამაშოდ გაემგზავრა

საქართველოს 2002 წლიანთა ნაკრები სანკტ-პეტერბურგში, ევროპის ლიგაზე სათამაშოდ გაემგზავრა

საქართველოს 2002 წელს დაბადებულთა (14-წლამდელთა) ნაკრები სანკტ-პეტერბურგშია, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე და დასკვნითი ეტაპი იმართება. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილ ნაკრებს რუსეთში სერბი სპეციალისტი მილოშ გლიგორიევიჩიც ახლავს, რომელიც ასაკობრივი ნაკრებების კურატორი გახლავთ.

საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, წარმატების შემთხვევაში სუპერფინალში გავიდეს. გასულ 2 ეტაპში, რომლებიც გასულ ნოემბერს ესტონეთში, ხოლო იანვარში – ლატვიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩიდან 6 მოიგო და ამჟამად 16-გუნდიან ლიგაში 5-8 ადგილებს იყოფს. სანკტ-პეტერბურგში საქართველოს ნაკრები რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 5 მატჩს გამართავს და თუკი 4-ს მოიგებს, დიდი ალბათობით იმ ოთხეულში შევა, რომელიც მაისში სუპერფინალში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები სანკტ-პეტერბურგში გუშინ ჩავიდა და რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. კანკია-ბაქრაძის გუნდმა იმ საკალათურთო სკოლაში ივარჯიშა, სადაც რუსეთის ნაკრების ამჟამინდელი წევრი – ტიმოფეი მოზგოვი და „ყაზანის უნიკსის“ უკანახაზელი ანტონ პონკრაშოვი აღიზარდნენ.
ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან რუსული გუნდები „ცენტრალნაია“, „ორბიტა“, „ბრატსკი“, „ადმირალტეისკაია“ და პოლონური „პომერანია“.
საქართველო 2002-ის კალენდარი (თბილისის დრო)
საქართველო 2002 – ცენტრალნაია               18 მარტი (10:00) ორბიტა – საქართველო 2002                       18 მარტი (17:30) ადმირალტეისკაია – საქართველო 2002         19 მარტი (14:30) საქართველო 2002 – ბრატსკი                       19 მარტი (19:00) პომერანია – საქართველო 2002                     20 მარტი (10:00)