საქართველოს 23–ქულიანი გამარჯვება პორტუგალიაში

საქართველოს 23–ქულიანი გამარჯვება პორტუგალიაში

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C  ჯგუფი.
ფაფე. პორტუგალია. 26 აგვისტო.
პორტუგალია 57:80 საქართველო
8-20, 15-17, 22-15, 12-28

მსაჯები: მიგელ პერესი (ესპანეთი), თოლგა შაჰინი (იტალია), ხარის ბიჟედიჩი (ბოსნია)
 
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიაში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა მასპინძელთა კერკეტი გუნდი, რომელმაც ბოლო მატჩებში ჯგუფის ლიდერებს საქმე გაუმრუდა და გვარიანად ანერვიულა, ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 80:57 დაამარცხა.
 
სწორედ 57 ქულა ჩააგდო პორტუგალიამ 11 აგვისტოს თბილისშიც, თუმცა მაშინ ქართველებმა შედარებით მძიმედ ითამაშეს და მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხეს, საბოლოოდ კი 16 ქულით იმარჯვეს. პორტუგალიის მომცრო ქალაქ ფაფეში წუხელ გამართულ შეხვედრაში კი ქართველებმა თავიდანვე გატეხეს პორტუგალია, საწყის 8 წუთში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდებინეს, თავად კი 20 ჩააგდეს, რითაც მასპინძლებს დაანახვეს, რომ ამხელა გზაზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩავიდნენ.
 
საქართველოს ნაკრები კარგად ირჯებოდა დაცვაში, მეტოქეს სამწამიანში არ უშვებდა, ხოლო პერიმეტრზე გვარიანად ავიწროვებდა და პორტუგალიელებმაც ბლომად სამქულიანები ააცილეს. მართალია, პორტუგალია 2 ძირითადი მოთამაშის გარეშე იყო (ჰაშემუ ევანსი, მიგელ მინავა), მაგრამ ეს მასპინძლებს გასამართლებლად ვერ გამოადგებათ, იმხელა იყო ქართველების უპირატესობა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში.
 

ნუნუ კორტესის დაფარებას გიორგი შერმადინი ცდილობს
 
პირველი ტაიმის 17 ქულით წაგების შემდეგ პორტუგალიელები გამოცოცხლდნენ და გადამწყვეტი მეოთხედისთვის ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს. ეს ძირითადად მიგელ მირანდას დამსახურება იყო, რომელიც ჯარიმებსაც კარგად აგდებდა, სამქულიანებსაც და გარღვევებსაც ახორციელებდა. ბოლო მეოთხედში მიგელ ფერნანდესიც გააქტიურდა და მასპინძებმა ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება მოახერხეს. აქ კი ქართველებმა წუთშესვენება აიღეს და დარჩენილ დროში პორტუგალიელები გააცამტვერეს.
 
ბოლო მეოთხედში მანამდე ჩინებულად მოთამაშე ცქიტიშვილს, სანიკიძეს, მარკოიშვილს, შენგელიას, ცინცაძეს და გრინს ზაზა ფაჩულიაც აჰყვა. ბოლო მეოთხედამდე ზაზას მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მაგრამ ბოლოს ბრძოლის მთელმა ტვირთმა ლამის მასზე გადაიარა. ფაჩულიამ სამწამიანში გაიდგა ფეხი და მას მხოლოდ ჯარიმებით თუ აჩერებდნენ პორტუგალიელები. ზაზამ ბოლო 10–წუთეულში 14 ქულა მიითვალა და საბოლოოდ ჩვენიანთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – 18 ქულა, 10 მოხსნა. ნიკა ცქიტიშვილმა სანაკრებო კარიერის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. როგორც ჩანს, მასზე კარგად იმოქმედა ძირითად ხუთეულში გამწესებამ და ნიკა სამქულიანებითაც შეეწია გუნდს და დაცვაშიც (განსაკუთრებით მოხსნების მოპოვებისას) საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდა. მან თამაში 11 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა.
 
ჩვენს ჯგუფში სამწუხაროდ ჩვენთვის უარყოფითი შედეგები დაფიქსირდა. ისრაელმა შინ ფინეთი დაამარცხა, იტალიამ კი მონტენეგროს მხოლოდ 1 ქულით მოუგო. დარჩა 1 ტური და ქართველები ბულგარეთს ხვდებიან, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს (თუ ბელგიამ შინ პოლონეთთან არ წააგო). შეგახსენებთ, რომ წლეულს ევროპის ჩემპიონატის 5 საგზური თამაშდება (3 პირველი ადგილი და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი), ხოლო დარჩენილი 1 საგზური მომავალ აგვისტოში, 6 გუნდს შორის გათამაშდება.  საქართველოს ბედიც 29 აგვისტოს გაირკვევა.
 
მატჩის ქრონოლოგია
 
I პერიოდი
09:29 – ცინცაძე 2ქ (0:2)
09:16 – ცქიტიშვილი 3ქ (0:5)
08:37 – სანიკიძე 2/2ქ (0:7)
08:20 – ანდრადე 3ქ (3:7)
08:08 – გრინი 3ქ (3:10)
07:41 – გრინი 2/1ქ (3:11)
07:07 – ცინცაძე 2ქ (3:13)
04:38 – გრინი 3ქ (3:16)
04:10 – სანიკიძე 2/1 (3:17)
03:54 – გომესი 2/1ქ (4:17)
02:37 – შენგელია 2ქ (4:19)
02:37 – შენგელია 1ქ (4:20)
01:43 – მირანდა 2/1ქ (5:20)
00:23 – პინტუ 3ქ (8:20)
00:04 – სანიკიძე 2ქ (8:22)
 
II პერიოდი
09:03 – გამყრელიძე 2ქ (8:24)
09:03 – გამყრელიძე 1/1ქ (8:25)
07:56 – მირანდა 3ქ (11:25)
06:14 – პინტუ 2ქ (13:25)
05:55 – შენგელია 2/0
05:43 – მირანდა 2/2ქ (15:25)
04:52 – შენგელია 2ქ (15:27)
03:51 – სანტოსი 2ქ (17:27)
03:28 – შერმადინი 2/0
03:12 – გომესი 2ქ (19:27)
02:45 – ცქიტიშვილი 3ქ (19:30)
02:41 – პინტუ 2/1ქ (20:30)
02:26 – ფაჩულია 2/1ქ (20:31)
01:57 – გრინი 2/1ქ (20:32)
01:50 – გომესი 2/1ქ (21:32)
01:32 – ცქიტიშვილი 3ქ (21:35)
01:11 – გრინი 2/1ქ (21:36)
00:40 – პინტუ 2ქ (23:37)
00:26 – ცქიტიშვილი 3ქ (23:40)
 
III პერიოდი
09:44 – სანიკიძე 2ქ (23:42)
09:07 – სანიკიძე (25:44)
08:43 – ანდრადე 2/1ქ (24:44)
07:58 – მირანდა 3ქ (27:44)
07:37 – კორტესი 2ქ (30:44)
05:31 – ფაჩულია 2ქ (30:46)
05:17 – პინტუ 2ქ (32:46)
05:03 – ფაჩულია 2/1ქ (32:47)
04:06 – მირანდა 3ქ (35:47)
03:19 – მირანდა 2ქ (37:47)
03:19 – მირანდა 1/1ქ (38:47)
03:08 – ა. ბოისა 2/1ქ (38:48)
02:53 – მირანდა 2/2ქ (40:48)
02:34 – ა. ბოისა 2ქ (40:50)
01:17 – მარკოიშვილი 2ქ (40:52)
01:03 – ფერნანდესი 3ქ (43:52)
00:50 – ა. ბოისა 2/1ქ (43:53)
00:34 – მარკოიშვილი – 2/2ქ (43:55)
00:11 – მირანდა 2ქ (45:55)
 
IV პერიოდი
08:23 – ფერნანდესი 3ქ (48:55)
08:04 – მირანდა 2/1ქ (49:55)
07:02 – ფაჩულია 2/1ქ (49:56)
06:23 – სანიკიძე 2ქ (49:58)
04:42 – ფაჩულია 2ქ (49:60)
04:13 – ცინცაძე 3ქ (49:63)
03:31 – ფაჩულია 2/1ქ (49:64)
02:45 – სანიკიძე 2ქ (49:66)
02:37 – ფაჩულია 2ქ (49:68)
02:37 – კორტესი 2ქ (51:68)
02:35 – ფაჩულია 2/2ქ (51:70)
01:52 – კორტესი 2/1ქ (52:70)
01:50 – ცინცაძე 2/2ქ (52:72)
01:28 – ფერნანდესი 3ქ (55:72)
01:14 – ფაჩულია 2/2ქ (55:74)
00:43 – გრინი 2ქ (55:76)
00:21 – ფაჩულია 2/2ქ (55:78)
00:11 – ფაჩულია 2ქ (55:80)
00:01 – გრაჩა 2ქ (57:80)
 
1.       ბელგია                7        5/2     534/513       12
2.       საქართველო       7        4/3     505/485       11
3.       პოლონეთი          7        4/3     540/509       11
4.       ბულგარეთი        7        4/3     555/506       11
5.       პორტუგალია      8        1/7     518/639       9
 
 
C ჯგუფი
საქართველო – პოლონეთი 84:65
პორტუგალია – ბულგარეთი 59:67
პოლონეთი – პორტუგალია 86:64
ბელგია – საქართველო 74:64
პორტუგალია – ბელგია 69:78
ბულგარეთი – პოლონეთი 74:70
საქართველო – პორტუგალია 73:57
ბელგია – ბულგარეთი 74:69
ბულგარეთი – საქართველო 79:83
პოლონეთი – ბელგია 93:73
ბულგარეთი – პორტუგალია 103:64
პოლონეთი – საქართველო 67:58
საქართველო – ბელგია 63:86
პორტუგალია – პოლონეთი 85:84 ოტ.
პოლონეთი – ბულგარეთი 75:71
ბელგია – პორტუგალია 68:63
 
ბულგარეთი – ბელგია 92:81 (24:13, 28:29, 21:15, 19:24)
ბულგარეთი: დ.ივანოვი (9 წ. 9 ქ. 2 მ.), კ.ივანოვი (31 წ. 9 ქ. 11 მ. 2 პ. 3 ჩ.), ავრამოვი (1 წ.), კოსტოვი (19 წ. 7 ქ. 2 პ.), ვიდენოვი (28 წ. 18 ქ. 6 მ. 3 პ.), კალოვეი (27 წ. 6 ქ. 6 პ.), ს.გეორგიევი (21 წ. 12 ქ.), ველიკოვი (15 წ. 9 ქ. 2 პ.), ზ.გეორგიევი (11 წ. 6 ქ. 4 მ.), ა.გეორგივი (15 წ. 6 ქ. 4 მ.), ლილოვი (19 წ. 11 ქ. 2 ჩ.), ვარბანოვი (4 წ.).
 
ბელგია: მოორსი (21 წ. 10 ქ. 2 მ.), ვან როსომი (32 წ. 9 ქ. 4 მ. 7 პ.), ბეგინი (2 წ. 4 ქ.), ერველე (26 წ. 5 მ.), ოვენეკე (2 წ.), ვან დერ იონკჰეიდი (14 წ. 3 ქ.), ლოუერსი (22 წ. 21 ქ. 5 პ. 3 ჩ.), დრისენი (2 წ. 2 ქ.), ტაბუ-ებომა (11 წ.), მუია (11 წ. 9 ქ.), ვან დერ შპიგელი (19 წ. 7 ქ. 6 მ. 2 დ.), ფეისონი (36 წ. 16 ქ. 4 მ. 3 პ. 4 ჩ.).
 
 
29 აგვისტო
საქართველო – ბულგარეთი
ბელგია – პოლონეთი
 
A ჯგუფი
იტალია – ისრაელი 71:79
მონტენეგრო – ლატვია 96:66
ფინეთი – მონტენეგრო 60:74
ლატვია – იტალია 69:68
ისრაელი – ლატვია 110:88
იტალია – ფინეთი 82:73
მონტენეგრო – იტალია 71:62
ფინეთი – ისრაელი 84:83
ლატვია – ფინეთი 87:67
ისრაელი – მონტენეგრო 77:73
ისრაელი – იტალია 76:81
ლატვია – მონტენეგრო 84:90
იტალია – ლატვია 109:93
მონტენეგრო – ფინეთი 91:71
ფინეთი – იტალია 83:85
ლატვია – ისრაელი 56:92
ისრაელი – ფინეთი 85:71
იტალია – მონტენეგრო 72:71
 
1.         იტალია                                8          5/3       630/615          13
2.         მონტენეგრო                        7          5/2       566/492          12
3.         ისრაელი                              7          5/2       602/524          12
4.         ლატვია                                7          2/5       543/632          9
5.         ფინეთი                                7          1/6       509/587          8
 
29 აგვისტო
ფინეთი – ლატვია
მონტენეგრო – ისრაელი
 
B ჯგუფი
უნგრეთი – დიდი ბრიტანეთი 82:91
უკრაინა – მაკედონია 58:71
ბოსნია-ჰერცეგოვინა – უკრაინა 86:76
მაკედონია – უნგრეთი 78:44
დიდი ბრიტანეთი – მაკედონია 104:96 (ოტ.)
უნგრეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 74:70
უკრაინა – უნგრეთი 80:71
ბოსნია-ჰერცეგოვინა – დიდი ბრიტანეთი 80:84
დიდი ბრიტანეთი – უკრაინა 90:76
მაკედონია – ბოსნია-ჰერცეგოვინა 70:56
დიდი ბრიტანეთი – უნგრეთი 66:64
მაკედონია – უკრაინა 71:55
უკრაინა – ბოსნია-ჰერცეგოვინა 87:69
უნგრეთი – მაკედონია 85:82
ბოსნია-ჰერცეგოვინა – უნგრეთი 73:64
მაკედონია – დიდი ბრიტანეთი 75:56
უნგრეთი – უკრაინა 83:75
დიდი ბრიტანეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 94:85 (ძირითადი დრო: 81:81)
 
1.         დიდი ბრიტანეთი 7          6/1       585/558          13
2.         მაკედონია                7          5/2       543/458          12
3.         უნგრეთი                  8          3/5       567/615          11
4.         ბოსნია                       7          2/5       519/549          9
5.         უკრაინა                    7          2/5       507/541          9
 
29 აგვისტო
უკრაინა – დიდი ბრიტანეთი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – მაკედონია