ჩინეთის ქალაქ გონგლუს ოთხთა ტურნირი ლიტვასთან მარცხით დაასრულა საქართველოს 18-20 წლამდელთა გაერთიანებულმა ნაკრებმა. აშშ-სთან და ჩინეთთან წაგების შემდეგ ქართველები ლიტვას შეხვდნენ და 53:84 დამარცხდნენ.
ლიტვა გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა ჩინეთში მოუგო. ქართველებისთვის ეს გახლდათ მესამე დაპირისპირება ბალტიისპირელებთან – წინა მატჩებში ამ გუნდებმა მოგებები გაიყვეს.
მესამე დაპირისპირება ლიტველებმა იოლად მოიგეს. პირველი პერიოდში ბალტიისპირელებმა 19:5 იმარჯვეს, რის შემდეგაც ქართველები თამაშის რიტმიდან ამოვარდნენ და საბოლოოდ 31 ქულით დამარცხდნენ. 17 ქულით საქართველოს ნაკრებში ბომბარდირი სოსო გოგნაძე გახდა, ხოლო 9 ქულა დააგროვა მაიზერ რევაზაშვილიმა.
ტურნირის მონაწილე ოთხივე ნაკრები დღეს გეზს ქალაქ ინინგისკენ აიღებს, სადაც კიდევ ერთ წრეს მოილევენ და ჩინური ტურნეც ამით დასრულდება.
საერთაშორისო ტურნირი. 26-28 აპრილი. გონგლუ საქართველო 53:84 ლიტვა 5:19, 17:18, 13:22, 18:25 საქართველო: გოგობერიშვილი (3), გოგნაძე (17ქ, 9მ), ფიფია (3), ლომიძე (9), ფევაძე (2), გვიანაძე (3), ცხოვრებოვი (5), კორსანტია, რევაზაშვილი (9), გიორგაძე (2)
ჩინეთის ქალაქ გონგლუს ოთხთა ტურნირი ლიტვასთან მარცხით დაასრულა საქართველოს 18-20 წლამდელთა გაერთიანებულმა ნაკრებმა. აშშ-სთან და ჩინეთთან წაგების შემდეგ ქართველები ლიტვას შეხვდნენ და 53:84 წააგეს.
ლიტვა გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა ჩინეთში მოუგო. ქართველებისთვის ეს გახლდათ მესამე დაპირისპირება ბალტიისპირელებთნ – წინა მატჩებში ამ გუნდებმა მოგებები გაიყვეს.
მესამე დაპირისპირება ლიტველებმა იოლად მოიგეს. პირველი პერიოდი ბალტიისპირელებმა 19:5 მოიგეს, რის შემდეგაც ქართველები თამაშის რიტმიდან ამოვარდნენ და საბოლოოდ 21 ქულით დამარცხდნენ. 17 ქულით საქართველოს ნაკრებში ბომბარდირი სოსო გოგნაძე გახდა, ხოლო 9 ქულა დააგროვა მაიზერ რევაზაშვილიმა.
ტურნირის მონაწილე ოთხივე ნაკრები გეზს ქალაქ ინინგისკენ აიღებს, სადაც კიდევ ერთ წრე მოილევენ და ჩინური ტურნეც ამით დასრულდება.
საერთაშორისო ტურნირი. 26-28 აპრილი. გონგლუსაქართველო 53:84 ლიტვა5:19, 17:18, 13:22, 18:25საქართველო: გოგობერიშვილი (3), გოგნაძე (17ქ, 9მ), ფიფია (3), ლომიძე (9), ფევაძე (2), გვიანაძე (3), ცხოვრებოვი (5), კორსანტია, რევაზაშვილი (9), გიორგაძე (2)