მიზანი მიღწეულია: ნაკრები უმაღლეს დივიზიონში დარჩა!
დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მე-12 ადგილი დაიკავა და საბოლოო შეასრულა ის მიზანი, რომელიც გუნდს ტურნირის დაწყებამდე ჰქონდა დასახული, ანუ შეინარჩუნა ადგილი უმაღლეს დივიზიონში. დავით უსტიაშვილის გუნდი მე-12 ადგილისთვის შეხვედრაში ლიტველებთან 70:81 დამარცხდა.თუ წინა მატჩებში საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად ატარებდა საწყის წუთებს, ამჯერად ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ლიტველებმა თავიდანვე მოიპოვეს დიდი უპირატესობა და პირველი მეოთხედის მერე ჩვენი მეტოქე წინ უკვე 13 ქულით იყო. პირველ ნახევარში ჩვენს ნაკრებში აქტიურობდა ნაკრების კაპიტანი რეზო დიდია, ხოლო გიორგი შერმადინის მონაგარი კი მხოლოდ 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.დიდი შესვენების მერე შერმადინიც გააქტიურდა, ლაშა ფარღალავამაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სროლა გამოიყენა და ჩამორჩენაც შემცირდა, თუმცა სამწუხაროდ, ლიტვის ნაკრებმა მაინც მოახერხა მანამდე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და მატჩი 81:70 მოიგო.წაგებისა და ოდენ მე-12 ადგილის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების გამოსვლა წარმატებულად უნდა შეფასდეს და მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ახალგაზრდებისგან უფრო კარგ შედეგსაც ველით.
ლიტვა – საქართველო 81:7017:30, 20:16, 17:18, 16:17ლიტვა: ტრაკიმასი (21 ქ. 7 მ. 3 პ. 1 დ), ბანიულისი (13 ქ. 6 მ. 1 პ), ეზერსკისი (12 ქ. 6 მ. 5 პ. 3 ჩ), რუზგასი (12 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ), ჩერნეცკისი (9 ქ. 5 ჩ. 4 მ. 1 დ), პეტრუკონისი (6 ქ. 4 მ. 1 დ), იავანაუსკასი (4 ქ. 3 მ), ლაბუცკასი (4 ქ. 2 მ. 2 ჩ. 1 პ), კრიაჩიუნასი, დილისი, ბუტკევიჩუსი, მაცილევიჩუსი.საქართველო: გ. შერმადინი (18 ქ. 8 მ. 3 დ. 1 პ), ფარღალავა (13 ქ. 1 მ. 1 პ. 1 ჩ), დიდია (11 ქ. 5 მ. 2 პ. 1 ჩ. 1 დ), მათიაშვილი (6 ქ. 3 მ. 1 პ), გაფრინდაშვილი (6 ქ. 7 მ. 5 პ. 1 ჩ), ლაფანაშვილი (6 ქ. 3 მ. 1 ჩ), ჭოჭუა (3 ქ. 2 პ. 1 დ), მ. ბერიშვილი (3 ქ. 7 მ. 2 პ. 1 ჩ. 1 დ), წივწივაძე (2 ქ. 1 მ. 1 პ. 1 ჩ), ცეკვავა (2 ქ. 1 მ. 1 პ), ჯგერენაია, გულისაბედაშვილი.
საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი
I ჯგუფური ეტაპი
საქართველო – ლატვია 102:72
საქართველო – იტალია 56:94
საქართველო – ბულგარეთი 75:74
II ჯგუფური ეტაპი
საქართველო – ისრაელი 74:81
საქართველო – ესპანეთი 68:96
საქართველო – ხორვატია 78:99
ფლეი ოფი (IX-XII ადგილებისთვის)
1/2 ფინალისაქართველო – საფრანგეთი 69:96
XII ადგილისთვისსაქართველო – ლიტვა 70:81
საბოლოო მდგომარეობა1. სერბეთი2. ესპანეთი3. იტალია4. რუსეთი5. სლოვენია6. ისრაელი7. თურქეთი8. ბულგარეთი9. საფრანგეთი10. ხორვატია11. ლიტვა12. საქართველო13. საბერძნეთი14. ლატვია15. მაკედონია16. უნგრეთი