იტალიაში მიმდინარე ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დავით უსტიაშვილის თავკაცობით, პირველი მატჩი იტალიის ნაკრებთან 55:64 დათმო.
საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ქულა-ქულაში მიჰყვებოდა მეტოქეს და დაძაბული მატჩი მცირე უზუსტობებისა და მეტოქეზე მეტი შეცდომის გამო წააგო.
ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო “მაკაბის” ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით, 20 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მაღალი სიცხის გამო, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ფაცაციას.
საქართველო – იტალია 55:64
16:15, 12:15, 14:20, 13:14
საქართველო: შერმადინი (21 ქ. 20 მ. 3 პ), შენგელია (17 ქ. 4 მ), მათიაშვილი (5 ქ. 7 მ), ჯგერენაია (5 ქ. 4 მ), წივწივაძე (4 ქ. 3 პ), გაფრინაშვილი (3 ქ), გულისაბედაშვილი.
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა
2-ქულიანები: 32/18.
3-ქულიანები: 20/2.
საჯარიმოები: 19/13.
შეცდომა: 20.