ევროპის ჩემპიონატი არაჩვეულებრივად დაიწყო
ბრწყინვალედ დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში გაანადგურა ლატვია 102:72 და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დავით უსტიაშვილის გუნდი მეორე ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, ეს კი მომდევნო ფინალურ ეტაპზეც უმაღლეს დივიზიონში თამაშს გულისხმობს.19 ქულით ჩვენს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ლაშა ფარღალავა იყო, რომელმაც 16 წუთში თამაშიდან 12-დან 7 სროლა გამოიყენა. ასევე შესანიშნავად იასპარეზა გიორგი შერმადინმა. ჩვენმა ცენტრმა 17 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება ასევე ლიმიტირებულ დროში (21 წუთი) დააგროვა. შერმადინმა 6 საჯარიმოდან 5 შეასრულა ზუსტად და 6 საჯარიმოს შერულებისას მხოლოდ ერთხელ ვერ ივარგა. ნაკრების კაპიტანმა რეზო დიდიამ 6 სამქულიანიდან 4 გამოიყენა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა კი დაცვაში შესანიშნავად ითამაშა.ძალიან კარგად ჩაატარა სადებიუტო დაპირისპირება საქართველოს ნაკრების ძირითადმა ფლეიმეიქერმა გიორგი გაფრინდაშვილმაც – მან 13 ქულას, 5-5 პასი-მოხსნა (2 შეტევაში) დაუმატა. მომდევნო ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელსა და მთავარ ფავორიტს, იტალიას შეხვდება.
საქართველო – ლატვია 102:7230:21, 26:16, 27:17, 19:18საქართველო: ფარღალავა (19 ქ. 4 მ. 2 ჩ. 2 პ), გ. შერმადინი (17 ქ. 9 მ. 4 დ. 1 პ. 1 ჩ), დიდია (14 ქ. 2 პ. 1 მ), ჭოჭუა (14 ქ. 3 მ. 2 პ), გაფრინდაშვილი (13 ქ. 5 მ. 5 პ), გულისაბედაშვილი (7 ქ), მ. ბერიშვილი (6 ქ. 3 მ. 2 პ. 2 ჩ. 1 დ), მათიაშვილი (5 ქ. 4 მ. 1 ჩ), წივწივაძე (5 ქ. 2 მ. 2 პ. 1 ჩ), ლაფანაშვილი (2 ქ. 4 მ. 1 პ), ცეკვავა, ჯგერენაია.ლატვია: ზაკისისი (19 ქ. 6 მ. 2 პ. 2 ჩ), მელნიკსი (13 ქ. 6 მ. 1 ჩ), სტრუპოვიცსი (9 ქ. 3 მ. 1 პ. 1 ჩ. 1 დ), ცელმინსი (8 ქ. 3 მ. 1 პ. 1 ჩ), ფრეიმანისი (7 ქ. 4 მ), კუკსიკსი (4 ქ. 4 მ. 1 პ. 1 ჩ), როზიტისი (3 ქ. 2 მ. 1 პ), კანბერგსი (3 ქ. 2 მ), ბრენცანსი (3 ქ. 2 მ), ტროპსი (2 ქ. 2 პ. 2 ჩ. 1 მ), სელაკოვსი (1 ქ), ეგლიტისი.
იტალია – ბულგარეთი 86:5118:15, 13:7, 27:15, 28:14იტალია: არადორი (15 ქ. 3 მ), და ტომე (14 ქ. 9 მ. 2 პ. 2 დ. 1 ჩ), კუკაროლო (13 ქ. 21 მ).ბულგარეთი: კოსტოვი (13 ქ. 9 მ. 2 ჩ), ჩოლაკოვი (10 ქ).
სატურნირო მდგომარეობა
1. იტალია 1:0 +352. საქართველო 1:0 +303. ლატვია 0:1 -304. ბულგარეთი 0:1 -35