საქართველოს “ბ” ნაკრებმა ჩინეთში მასპინძელთა ნაკრები 79:75 დაამარცხა

საქართველოს “ბ” ნაკრებმა ჩინეთში მასპინძელთა ნაკრები 79:75 დაამარცხა

ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს ერვნულმა „ბ“ ნაკრებმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა.  დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ქართველებმა მასპინძელთა მძლავრი მაკრები დაამარცხეს. 5 ივლისს, ქალაქ ჩონგშუს საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში გამართულ მატჩში ჩინეთის „ბ“ ნაკრებმა საქართველო 110:72 დაამარცხა, რის შემდეგაც ამ გუნდის ძლევა ნამდვილად გმირობის ტოლფასია.
ქართველებისთვის ეს გახლდათ ჩინეთში გამართული მე-6 მატჩი. საწყისი 4 შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა დათმო. რუმინეთთან, ჩინეთთან და პოლონეთთან ორჯერ. საქართველომ პირველი გამარჯვება გუშინ, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან მოიპოვა (54:40), დღეს კი ჩინეთის ნაკრებიც დაამარცხა.

რაც შეეხება ჩინეთთან მატჩს, საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე – 79:75 გაიმარჯვა. ქართველებში ბექა წივწივაძის და ბექა ბექაურის შედეგიანი თამაშია გამოსარჩევი. ორივემ 20-20 ქულა დააგროვა. წივწივაძის შეუპოვარმა და გააზრებულმა თამაშმა, რომელიც ქართველების შეტევებს ორგანიზებას უწევდა, საქართველოს ნაკრებს დიდი სარგებელი მოუტანა. ბექა ხშირად შეტევების დამგვირგვინებლის როლშიც იყო და შესაბამისად, ბექაურთან ერთად მატჩის თანაბომბარდირი გახდა. შედეგიანი გახლდათ კახა ჯინჭარაძეც, რომელმაც 16 ქულა მიითვალა, ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.
ამით საქართველოს ნაკრებმა ჟანჯიაგანგის ტურნირი 2 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა და პოლონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენმა გუნდმაგეზი ნანტონგისკენ აიღო, სადაც 12-14 ივლისს იმავე მეტოქეებთან ერთად კიდევ ერთ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. უსტიაშვილის გუნდი საქართველოში 15 ივლისს დაბრუნდება.
ჩინეთი 75:79 საქართველო18:12, 19:21, 21:27, 17:19
 საქართელო: შვანგირაძე (3წთ), ბაქრაძე (10წთ), როგავა (18წთ), ჯინჭარაძე ( (31წთ, 16ქ), მიქელაძე (1წთ), ბოქოლიშვილი (17წთ, 7ქ), ჯგერენაია (9წთ, 2ქ), წივწივაძე (26წთ, 20ქ), დვალიშვილი (21წთ, 8ქ, 4მ), მათიაშვილი (19წთ, 3ქ, 7მ), ბექაური (31წთ, 20 ქ, 9მ)