საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახალი ამერიკელი კალათბურთელი ითამაშებს. კალათბურთის ფედერაციამ გასულ სეზონში „შალონის“ შემადგენლობაში საფრანგეთის თასის მფლობელი და ამ გუნდის ერთ–ერთი ლიდერი მარკიზ ჰეინესი შეარჩია, რომელიც საქართველოს მოქალაქე გახდება და ჩვენს ეროვნულ გუნდს ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება. 2 დღის წინ ჰეინესმა ესპანური პრიმერადივიზიონის გუნდ „გრან კანარიასთან“ გააფორმა კონტრაქტი. ის საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში, 24 ივლისს შეუერთდება.
მარკიზ ჰეინესი
დაიბადა: 19 დეკემბერი, 1986
სიმაღლე: 190 სმ
წონა: 84 კგ
პოზიცია: გამთამაშებელი/მსროლელი
კლუბი: გრან კანარია (ესპანეთი)
კარიერა:
2005-2006 ბოსტონის კოლეჯი (NCAA) 32 თამაში: 2.5 ქულა, 1.0 პასი
2006-2007 ბოსტონის კოლეჯი (NCAA) 33 თამაში: 3.8 ქულა, 1,7 პასი
2008-2009 ტეხას არლინგტონი (NCAA, სასტარტო ხუთეული) 30 თამაში 16.5 ქულა, 5.1 მოხსნა, 3.4 პასი, 1.2 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 47.4 %, სამქულიანები: 34.6 %
2009-2010 ტეხას არლინგტონი (NCAA, სასტარტო ხუთეული) 30 თამაში 22.6 ქულა, 4.3 მოხსნა, 3.7 პასი, 1.5 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 48.3 %, სამქულიანები: 40.9 %
2010-2011 შალონი (საფრანგეთი) 33 თამაში: 14.3 ქულა, 2.2 მოხსნა, 3.9 პასი, 1.5 ჩაჭრა. ორქულიანების პროცენტულობა: 50.3 %, სამქულიანები: 38.3 %
მიღწევები:
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) მეორე სიმბოლური ხუთეული 2009
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) პირველი სიმბოლური ხუთეული 2010
სამხრეთ კონფერენციის (NCAA) საუკეთესო მოთამაშე 2010
საფრანგეთის ლიგის თასის ფინალისტი 2011
მარკიზ ჰეინესის ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=pN0oQOvBJI4