საქართველოს ეროვნული “ბ” ნაკრები ჩინეთის ნახევარფინალისტთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს ეროვნული “ბ” ნაკრები ჩინეთის ნახევარფინალისტთან ბრძოლაში დამარცხდა

ჩინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილისა და რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჩინურ კლუბ „ლიონინგს” შეხვდა და 6 ქულით – 89:95 დამარცხდა.
მატჩი საკმაოდ უხვქულიანი და სწრაფი გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. „ლიონინგი” საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩინეთის გასულ ჩემპიონატში ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ „შიანჟანგთან“ დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გახდა აკაკი დვალიშვილი, 20 ქულა დააგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო სერგო ათუაშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. მატჩის მსვლელობისას არ იწარმოებოდა სტატისტიკა, შესაბამისად, არ არის ინფორმაცია, დანარჩნს სტატისტიკურ მონაცემებზე – მოხსნებე, ჩაჭრებზე, პასებზე და ასე შემდეგ.