საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 ივლისს რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს ესპარინგება (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 ივლისს რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს ესპარინგება (VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში სიახლეა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სლოვენიაში შეკრებაზე მყოფ რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში არ შედიოდა, თუმცა რუსეთის სტუდენტური ნაკრები სლოვენიაში შეკრებას გადის და 28 ივლისს სლოვენიელთა ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება, მანამდე კი, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
 
რუსებთან შეხვედრა დახურული, სავარჯიშო ტიპის იქნება. არ იწარმოებს სტატისტიკა და მწვრთნელები კალათბურთლების განაცხადში შეყვანაში შეზღუდულები არ იქნებიან. საქართველოსა და რუსეთის სტუდენტური ნაკრების სპარინგ-მატჩი მატჩი ხვალ, 25 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება დღევანდელ ვარჯიშს, დილას ჩვენი ნაკრების წევრებმა ტრენაჟორებზე ივარჯიშეს და ფიზიკური დატვირთების შემდეგ 1 საათის განმავლობაში მხოლოდ ბურთის სროლაში ივარჯიშეს.
დღეს, თბილისის დროით 21:00 სააათზე დაიწყება მეორე ვარჯიში, რომელზეც ძირითადად სათამაშო კომბინაციების დამუშავება მოხდება.