ბულგარეთი – საქართველო 97:65 24:24, 13:12, 28:15, 34:14საქართველო: ფაჩულია (20 წთ. 21 ქ. 3 მ. 1 პ. 1 ჩ. 3 შეცდომა, 5 ფოლი), ცინცაძე (32 წთ. 3 ქ. 5 მ. 3 პ. 1 ჩ. 4 შეცდომა), მანუჩარ მარკოიშვილი (29 წთ. 15 ქ. 6 მ. 3 ჩ. 1 დ. 1 შეცდომა), ა. ბოისა (26 წთ. უქულოდ, 3 მ. 1 პ), ნაცვლიშვილი (26 წთ. 8 ქ. 4 მ. 1 პ. 1 ჩ. 3 შეცდომა) – უგრეხელიძე (24 წთ. 9 ქ. 5 მ. 1 შეცდომა), გამყრელიძე (23 წთ. 7 ქ. 3 მ. 2 პ. 1 შეცდომა), ბაბიაშვილი (10 წთ. 2 ქ. 1 მ. 1 შეცდომა, 5 ფოლი), გიორგი მარკოიშვილი (5 წთ. უქულოდ, 1 შეცდომა), ლეჟავა (1 წთ), გ. შერმადინს არ უთამაშია.
მაკედონია – დანია 77:53 (15:18, 13:14, 22:10, 27:11)
სატურნირო მდგომარეობა1. ბულგარეთი 1:0 +322. მაკედონია 1:0 +243. დანია 0:1 -244. საქართველო 0:1 -32
წაგებით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა “ვივატელის” თასისთვის ბრძოლა. პირველ შეხვედრაში, რომელიც “უნივერსიადის” დარბაზში გაიმართა, კენ შილდსის შეგირდები მასპინძელ ბულგარეთთან 65:97 დამარცხდნენ.საქართველოს ნაკრებმა შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა – გუნდს ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ტაირონ ელისი, ვიქტორ სანიკიძე და ვლადიმერ ბოისა აკლდნენდანაკლისის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა საკმაოდ კარგად ჩაატარა პირველი ნახევარი და დიდი შესვენებისთვის მასპინძლები მხოლოდ 1 ქულას (37:36) იგებდნენ.შეტევაში თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა ჩვენი ნაკრების ულაპარაკო ლიდერს, ზაზა ფაჩულიას, რომელსაც მატჩის მსვლელობისას მიკროტრავმამ შეახსენა თავი, რის გამოც ზაზამ დაცვაში ვერ იაქტიურა და 5 ფოლი სულ რაღაც 20 წუთში მიიღო.ბულგარელთა შემადგენლობაში კი დებიუტი ჰქონდა ამერიკელ გამთამაშებელ როდერიკ ბლექნის, რომელიც მანამდე “ოლიმპიაკოსის” შემადგენლობაში თამაშობდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედი 20 ქულით წააგო, ჯამში კი 65:97 დამარცხდა.ფაჩულია 21 ქულით ჩვენი გუნდის ყველაზე შედეგიანი წევრი იყო, ხოლო მასპინძელთა რიგებში კი 23 ქულით თავი იორდან ბოზოვმა გამოიჩინა.
დავით უსტიაშვილი: “პირველ ნახევარში სრულიად თანაბარი თამაში იყო. ერთი მონაკვეთი ძალიან კარგად ჩავატარეთ და წინ გავედით, თუმცა მეორე მეოთხედის ბოლოს რამდენიმე შეცდომა დავუშვით და საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე მასპინძლები ერთი ქულით დაწინაურდნენ. აქტიური იყო ზაზა ფაჩულია, თუმცა მან მალევე დააგროვა 4 პერსონალური შენიშვნა და მერე მეხუთეც რომ მიიღო, ბულგარეთმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.წაგების ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი გუნდის გადაღლილობა იყო, რაც მგზავრობის მერე იმაში აისახა, რომ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მოთამაშეებმა ენერგიის აღდგენა ვერ მოასწრეს. ასევე მინდა გავუსვა ხაზი იმასაც, რომ ბულგარეთმა 34 საჯარიმო ისროლა, საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ 13. სრულად შევიკრიბებით, თამაში მეტად დალაგდება და უკეთესი შედეგიც იქნება.”