ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირსა და ევრობასკეტზე თამაშისას ნაჩვენებმა შედეგებმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფიბა–ს კრიტერიუმებით 8 ქულა მოუტანა, რაც საკმარისი იყო, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიო რეიტინგში გამოჩენილიყო. აქამდე საქართველოს რეიტინგში ვერ ვხედავდით, რაც ცოტა უცნაური იყო იქიდან გამომდინარე, რომ იქ არაერთი ჩვენზე იერარქიულად სუსტი (B დივიზიონის წევრი) ქვეყანა იმყოფებოდა.
ასე თუ ისე, საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე გასვლამ და იქ წარმატებულმა გამოსვლამ ის მოუტანა, რომ მსოფლიოსა და ევროპის რეიტინგში გამოჩნდა და დებიუტისთვის არცთუ ისე ურიგო ადგილზეც. ჩვენი ნაკრები ევროპაში მე–20 ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით საქართველო 50–ე ადგილს იკავებს.
ფიბა-ს რეიტინგი
1 (1). აშშ – 852 ქულა
2 (2). ესპანეთი – 730
3 (3). არგენტინა – 673
4 (4). საბერძნეთი – 488
5 (5). ლიტვა – 426
6 (6). თურქეთი – 302
7 (7). იტალია – 272
8 (8). სერბეთი – 232
9 (9). ავსტრალია – 224
10 (10). ჩინეთი – 219.7
11 (11). რუსეთი – 213
12 (14). საფრანგეთი – 195
13 (16). ბრაზილია – 184
14 (12). გერმანია – 182
15 (13). ანგოლა – 178
16 (15). პუერტო რიკო – 157.6
17 (17). სლოვენია – 157
18 (18). ახალი ზელანდია – 147
19 (19). ხორვატია – 134
20 (20). ირანი – 83.1
…50. საქართველო – 8
ფიბა-ევროპას რეიტინგი
1.ესპანეთი – 730
2. საბერძნეთი – 488
3. ლიტვა 426
4. თურქეთი – 302
5. იტალია – 272
6. სერბეთი – 232
7. რუსეთი – 213
8. საფრანგეთი – 195
9. გერმანია – 182
10. სლოვენია – 157
11. ხორვატია – 134
12. ისრაელი – 30
13. მაკედონია – 25
14. ლატვია – 19
15. ბულგარეთი – 18
16. პოლონეთი – 18
17. დიდი ბრიტანეთი – 12
18. პორტუგალია – 11
19. ფინეთი – 10
20. საქართველო – 8
21. უკრაინა – 8
22. ბოსნია ჰერცეგოვინა – 8
23. ჩეხეთი – 6
24. ბელგია – 1
25. მონტენეგრო – 1