საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიაში ჩავიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიაში ჩავიდა (ვიდეო)

სქართველოს ეროვნული ნანკრები უნგრეთთან დასანანი მარცხის შემდეგ პორტუგალიაში გაემგზავრა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა კეჩკემეტი დილის 8 საათზე დატოვა და ფრანკფურტის გავლით პორტუგალიის ქალაქ პორტოში ჩაფრინდა.
აეროპორტში ქართველთა ნაკრებს პორტუგალიის კალათბურთის ფედერაციის ავტობუსი დახვდა, რომელმაც იგორ კოკოშკოვის გუნდი 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე პატარა ქალაქ ოვარში ჩაიყვანა. სწორედ ოვარში გაიმართება პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 17 აგვისტოს.