საქართველოს ეროვნული ნაკრები ქართული ოლ სტარის მხარდასაჭერად

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები ქართული ოლ სტარის გარშემო ერთიანდებიან. ნაკრების უცხოეთში მოთამაშე კალათბურთელები ქომაგებს სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში აქტიურობისკენ  მოუწოდებენ და მათ 23 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში „ოლ  სტარზე“ დასასწრებად ეპატიჟებიან.