საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთს სამი მეოთხედი გაუძალიანდა

საერთაშორისო ოთხთა ტურნირი. ლატვია. რიგა. 25-27 აგვისტო.საქართველო 69:90 საფრანგეთი24:22 17:21 14:18 14:29საქართველო: ცინცაძე (25 წუთი, 1 ქულა, 3 პასი), ელისი (33 წთ. 12 ქ. 3 პ), სანიკიძე (29 წთ. 5 ქ. 8 მოხსნა),  ცქიტიშვილი (22 წთ. 4 ქ), ფაჩულია (28 წთ, 23 ქ. 3 ჩაჭრა); სათადარიგონი: ვ. ბოისა (22 წთ. 11 ქ), შერმადინი (7 წთ. 8 ქ), გამყრელიძე (17 წთ. 2 ქ), შენგელია (9 წთ. 3 ქ. 1 დაფარება), ა. ბოისა (3წთ. 2 მ), ტუღუში (3 წთ), ბერიშვილი (1 წთ)საფრანგეთი: ტელინი (2), ჩიკანგუ (8), ბოკოლო (5), პარკერი (12), გრადი (8), დე კოლო (13), ბრუნი (9), ტურიაფი (12), კირკსაი (3), დიავარა (10), სოლიმანი (2), მარკიზი (2) 36      მოხსნები       3014        პასები        167         ჩაჭრა         141      დაფარება        420      დაკარგვა       1416        ჯარიმა       29
36/19    ორქულიანები    40/24 22/5     სამქულაინები     25/1128/16     საჯარიმოები     10/9
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში საფრანგეთის მძლავრ ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამი მეოთხედი ტოლ-სწორად ეთამაშა, საბოლოოდ მაინც დიდი სხაობით დამარცხდა.
ეს გახლდათ პირველი მატჩი იმ ოთხთა ტურნირისა, რომელშიც საქართველო მასპინძელ ლატვიასა და საფრანგეთ-ჩეხეთთან ერთად მონაწილეობს. ქართველები რიგაში სტამბოლიდან ჩავიდნენ, სადაც სამწვრთნელო შეკრება გაიარეს და სადაც მათ შეუერთდათ “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია.

ზაზა ფაჩულიამ ფრანგებს 23 ქულა ჩაუგდო
ზაზა სულ რაღაც მესამე დღეა, რაც ნაკრებთან არის და უკვე ჩვეულ ფორმაში შევიდა. მან ყველაზ მეტად ანერვიულა ნბა-ს მოთამაშეებით დაკომპლექტებული საფრანგეთი და 28 წუთში 23 ქულა ჩაუგდო, რასაც 8 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მოაყოლა.ზაზას და სხვათა დახმარებით საქართველომ პირველი მეოთხედი მოიგო, თუმც კლასმა თავისი გაიტანა და დიდი შესვენების შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდი 2 ქულით ჩამორჩა.
 ფრანგებმა, რომლებსაც ჰყავდათ სახელგანთქმული სანანტონიოელი ტონი პარკერი, ვერც მესამე მეოთხედში გატეხეს ჩვენები. მართალია, მეტოქემ 18:14 მოგვიგო ეს ათწუთეული, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედის წინ ფრანგები მხოლოდ 6 ქულას იგებდნენ.დაიწყო ბოლო ათწუთეული და ქართველებმა 3 ქულამდეც შეამცირეს სხვაობა, თუმცა ეს ჩვენების მაქსიმუმი იყო.
ფრანგებმა მთელ თავის ცოდნა-გამოცდილებას მოუხმეს და ბოლო წუთებში კოკოშკოვის გუნდის დაცვის ჯებირები საბოლოოდ მოანგრიეს. საბოლოოდ, ფრანგებმა 21 ქულით მოიგეს და ეს შედეგი ალბათ არც არავის გაკვირვებია, იმდენად დიდია საქართველოსა და საფრანგეთს შორის კლასში სხვაობა.

 ტონი პარკერი
უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგებს სწორედ იმ კალათბურთელებმა ულიდერეს, რომლებიც ყველაზე სახელგანთქმულნი არიან. პარკერმა 12 ქულა მიითვალა, ამდენივე ჰქონდა “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ცენრტ რონი ტურიაფს, “დენვერ ნაგიტსის” უკანახაზელმა იაკუბუ დიავარამ 10 ქულა მოინაგრა, ხოლო ბომბარდირი გახდა ფრანგული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, “შოლეს” ფორვარდი ნანდო დე კოლო, რომელმაც ფრანგებს 13 ქულა შესძინა.
დავით უსტიაშვილი, ეროვნული ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი:“მთლიანობაში ბიჭების თამაშს ცუდი არ ეთქმის. მართალია, შედეგი არასახარბიელოა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმაღლესი დონის გუნდს ვხვდებოდით, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით თამაშობდა და ასეთ მრისხანე მეტოქეს საწყისი სამი მეოთხედი თანაბრად ვებრძოლეთ.ყველამ ბოლომდე იბრძოლა,ჩვენები ფრანგებს არაფერს უთმობდნენ, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა. ტონი პარკერი ძალიან დინჯად და ზედმეტი ძალდატანების გარეშე თამაშობდა. მას გიორგი ცინცაძე და ლაშა გამყრელიძე იჭერდნენ, მაგრამ აბა რას მოუხერხებდნენ. პარკერს გარედან არ ჩაუგდია. ის შესვლებს ახორციელებდა და რომ იტყვიან, ერთ მომენტში ისე დატრიალდა, ჩვენებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. მისი თამაში პირველად ვნახე ცოცხლად და მინდა ვთქვა, რომ მან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.ამ წაგების გამო არავინ დარდობს. ესაა მოსამზადებელი მატჩები და თანახმა ვართ, ამ ამხანაგურების სანაცვლოდ, სადაც საჭიროა, იქ მოვიგოთ.”
დღის მეორე მატჩში მასპინძელმა ლატვიამ ჩეხეთს 70:55 მოუგო და საფრანგეთთან ერთად ტურნირზე პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს.
საქართველოს ნაკრები ხვალ თბილისის დროით 18:30 ჩეხეთს ეთამაშება.