საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში ჩავიდა (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში ჩავიდა (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკშია, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურშეკრებაზე გადავიდა. სლოვენიის ეს მყუდრო  დაბა იდეალური ადგილია მოსამზადებლად. საქართველოს ნაკრებიც უკვე მე-5 წელია, პოდჩეტრტეკის კომფორტულ სასტუმრო-სპორტკომპლექსში გადის შეკრებას და ყოველთვის, გუნდს მომზადების მხრივ  პრობლემები არ შექმნია.
საქართველოს ნაკრები პოდჩეტრტეკში დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ჩავიდა, სადაც გუნდს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დახვდა. სპორტულიეკიპირების კომპანია Spalding-თან თანამშრომლობა გრძელდება და ამ ფირმის წარმომადგენლებმა ნაკრების თითოეულ წევრს სახელდახელოდ ჩანთაში ჩალაგებული სრული ამუნიცია სასტუმროში დაახვედრეს.  
სასტუმრო „ტერმე ოლიმპიაში“ მისვლისთანავე ნაკრების წევრებმა ისადილეს და დასასველებლად ნომრებს მიაშურეს. მთავარმმწვრთნელმა-ილიას ზუროსმა საღამოს 7 საათზე ვარჯიში დანიშნა, რომელიც არა დასატვირთად დაკომბინაციების დასამუშვებლად, არამედ მგზავრობით დაღლილი კუნთების მოსადუნებლად იქნება განკუთვნილი.
ნაკრებთან არ იმყოფება ზაზა ფაჩულია, რომელიც გუნდს თბილისშიდაბრუნების შემდეგ – 7 აგვისოს შეუერთდება. გოგა ბითაძე პოდჩეტრტეკში 24 ივლისს ჩავა, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება.