საქართველოს ეროვნული ნაკრების სამზადისი კლაიპედაში (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამზადისი კლაიპედაში (VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიტვური შეკრება გრძელდება. ქალაქ კლაიპედაში 31 ივლისს ჩასული ჩვენი ერვონული გუნდი ევრობასკეტის მოსამზადებელ ციკლში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 4-5 აგვისტოს გაიმართება.
მანამდე კი ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები კლაიპედის უნივერსიტეტის დარბაზში ვარჯიშობს. ილიას ზუროსი უფრო და უფრო მეტ ყურადღებაა კომბინაციებზე ამახვილებს და იმ ტაქტიკას არჩევს, რომელსაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დაეყრდნობა.
დღევანდელმა ვარჯიშმაც კომბინაციის გათამაშებაში ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში 4 აგვისტოს ლატვიას შეხვდება, ხოლო მეორე ნაევარფინალში ლიტვა და პოლონეთი ითამაშებენ. ლატვიასთან შეხვედრა თბილისის დროით 17:45საათზე დაიწყება.