საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, მოსკოვის ოლქ ხიმკიში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლაცია საქართველოს კლათბურთის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განხორციელდება.
დღეს, 12 საათზე, საქართველოს ნაკრებმა „ხიმკის“ ალექსანდრე პეტრენკოს სახელობის საკალათბურთო დაბაზში ივარჯიშა. ილიას ზუროსს ბიჭები ძალიან არ დაუტვირთავს და ძირითადად იმ კომბინაციებზე ამუშავა, რომელთა განხორციელებასაც ჩვენები ბელარუსთან მატჩში გეგმავენ. ჩვენამდე „ხიმკის“ დარბაზი ბელარუსებს ჰქონდათ დაკავებული და ნავარჯიშევს მათმა ლიდერმა ალექსანდრ კუდრიავცევმა საკმაოდ თამამი განცხადებაც გააკეთა (იხილეთ ვიდეო).
ბელარუსები გუშინ რუსეთთნ 50:103 განადგურდნენ და დღეს, საქართველოსთან მატჩში ყველაფერს გააკეთებენ, რომ შელახული რეპუტაცია გამოიკეთონ. საქართველოს ნაკრებისთვის ეს გახლავთ მეორე ამხანაგური მატჩი და როგორც პორტუგალიასთან, ახლაც აქცენტი შედეგზე მეტად თამაშის ხარისხზე, კომბინაციების დამუშავებასა და ზოგადად, გუნდის შეთამაშებაზე გაკეთდება.
ტრავმა არავის აწუხებს, გუნდის 14-ივე წევრი განაცხადში იქნება და ვის რამდენი სათამაშო დრო მიეცემა, მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ხიმკის დარბაზი 5 ათასამდე ქომაგს იტევს, თუმცა რაკი მასპინძელი გუნდი არ თამაშობს, არც მაყურებელთა და არც ჟურნალისტების აქტივობა არ იგეგმება. მატჩის ტრანსლაციას რუსული ტელევიზია არ გეგმავს და ეს გასაგებიცაა. ამიტომ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდი სამოყვარულო კამერით ამ შეხვედრის ტრანსლაციას თბილისის დროით 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
ეწვიეთ გვერდს: https://www.facebook.com/GeoBasketball/?ref=bookmarks და უქომაგეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!