საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნიას რევანში აუღო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნიას რევანში აუღო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ იესენიცეში გამართულ ამხანაგურ მატჩში ბოსნია დაამარცხა. გუშინ, ქალაქ ცელიეში 63:68 წაგების შემდეგ ქართველებმა რევანში აიღეს და ექსიუგოსლავიელები დაძაბულ ბრძოლაში – 81:78 დაამარცხეს.
ისედაც ტრავმებით დასუსტებულ საქართველოს ნაკრებს მანუჩარ მარკოიშვილი აკლდა, ხოლო მეორე მეოთხედის შუაწელში ნატურალიზებული რიკი ჰიკმანიც გამოაკლდა. ამერიკელმა უკანახაზელმა ფეხი ამოიბრუნა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ჰიკმანმა 13 წუთი ითამაშა და მოედანი რომ დატოვა, 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული.
ჰიკმანის არყოფნაში მეორე მეოთხედში სათადარიგო უკანახაზელებმა იყოჩაღეს. ოთარ ფხაკაძემ, ბესო ლეჟავამ და დუდა სანაძემ ჩვენს ნაკრებს ძალიან საჭირო ქულები შემატეს და საბოლოო წარმატებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დაიდეს.
მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ქართველები ქულით აგებდნენ, ორცა ვიქტორ სანიკიძემ ჩვენიანა აცილებულს დაამატა და საქართველო 1 ქულით დააწინაურა. შემდეგ ბესო ლეჟავას მოუწია საჯარიმოების სროლა, რომელმაც ორივე ჩააგდო და ქართველებს გამარჯვება გაუნაღდა.
საქართველოს ნაკრები დღეს ლიუბლიანაში დაბრუნდება და ხვალ დილას პარიზის გავლით ქალაქ ანტიბში ჩავა, სადაც სერბეთთან და საფრანგეთთან ერთად საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
 
ამხანაგური მატჩი. სლოვენია. იესენიცე. 14 აგვისტო
ბოსნია 78:81 საქართველო
26:18, 15:26, 19:15, 18:22
საქართველო: ცინცაძე (6ქ, 4მ), ჰიკმანი (10), ფაცაცია (2ქ, 5მ), სანიკიძე (19ქ, 8მ), შერმადინი (9ქ, 7მ); ლეჟავა (9), ფხაკაძე (10), სანაძე (7), მეტრეველი (4), ცქიტიშვილი (5), ბოისა