საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასთან შეხვედრა ბოლო პერიოდში დათმო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასთან შეხვედრა ბოლო პერიოდში დათმო

„ერთი თამაშის მოგება არ ნიშნავს საბოლოო გამარჯვებას. არ შეიძლება ზეიმი ერთი მოგებული მატჩის გამო – აღნიშნა საქართელოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გერმანია – საქართველოს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე – ესაა ტურნირი, რომელიც გრძელდება და თუ ბოლომდე არ იქნები მობილიზებული, წააგებ“.
სწორედ ბოლო პერიოდამდე იდგა საქართველო მძლავრად და მიუხედავად იმისა, რომ გერმანია უმეტესწილად იგებდა, შანსს ინარჩუნებდა. მესამე პერიოდის 5-ქულიანი ჩამორჩენით დაწყებიდან 3 ქულით დაწინაურების შემდეგ ქართველები სწორ გზას დაადგნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ჩავარდნა ჰქონდათ და ისე წააგეს, შეხვედრა არც დაძაბულა.
შეხვედრა თანაბარი თამაშით დაიწყო. მართალია, 4-5 ქულით ჯერ საქართველო დაინაურდა, შემდეგ – გერმანია, თუმცა პირველი პერიოდის ბოლოსთვის ფრე დაფიქსირდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა უპირატესობა ორივე სათამაშო – წინა და უკანა რგოლში. თუკი საქართველოს ნაკრების ქულების უმეტესობა ფარქვეშიდან ჩავარდა, გერმანელებმა უმეტესად პერიმეტრიდან იხეირეს. ნბა-ს ვარსკვლავი, „ატლანტა ჰოუქსის“ წევრი დენის შროდერი თითქმის შეუჩერებელი იყო და საწყის პერიოდში 9 ქულას მოუყარა თავი, თუმცა არანაკლები წარმატებით ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ფარქვეშიდან 8 ქულა მოიპოვა. 19:19 პირველი პერიოდის შემდეგ.

ილიას ზუროსმა „ორმაგი კოშკის“ ტაქტიკას მიმართა და მოედანზე ერთდროულად გიორგი შერმადინი და ზაზა ფაჩულია გამოიყვანა, რამაც მომენტებში გაამართლა, თუმცა გერმანელებმა აქცენტი შორ სროლებზე გადაიტანეს და პერიოდში 4 სამქულიანი ჩააგდეს, რის ხარჯზეც გალიდერდნენ კიდეც – 27:21. ზუროსმა მოედანზე თორნიკე შენგელია დააბრუნა. დუდა სანაძემ კი რამდენიმე მომენტში საკუთარ თავზე აიღო თამაში და პერიოდში მითვლილი 8 ქულით ქართველები გერმანიას მინიმუმამდე მიაახლოვა – 31:32. გერმანელებმა ისევ შორ სროლებს მიმართეს დ 2 სამქულიანით მატჩში ყველაზე დიდ უპირატესობა მიაღწიეს – 41:34. პირველი ტაიმის მიწურულს ფაჩულიამ ორქულიანი ჩააგდო, გერმანელებმა ბოლო შეტევა გააცუდეს და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 41:36.
ილიას ზუროსის გუნდმა თამაში მწყობრი დაცვით განაახლა, რის ხარჯზეც ქართველებმა მეტოეს ბურთები არ ჩააგდებინა, თავის მხრივ კი მაიკლ დიქსონის მიჯრით მითვლილი 8 ქულით ჩვენმა გუნდმა იხეირა და ლიდერობა დაიბრუნა. მესამე პერიოდის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე ქართველები 44:43 დაწინაურდნენ, ხოლო კიდევ 3 წუთში, ცინცაძის ზუსტი სროლის შემდეგ, ლიდეორბა 3 ქულამდე გაზარდეს  – 48:45. პერიოდის დასკვნითი 3 წუთი მეტი შედეგიანობით ჩაატარეს გერმანელებმა. დენის შროდერის გარღვევებით და დანილო ბარტელის სამიანით მეტოქე ბოლო პერიოდის წინ 55:52 დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში, როცა ყველაზე დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, სწორედ მაშინ დაფიქსიდა ჩვენი გუნდის ჩავარდნა. თითქოს დიდი არაფერი, თუმც გერმნელები შორ თუ ახლო სროლებს აგდებდნენ, ჩვენები კი აცილებდნენ და ანგარიშში სხვაობა ასცდა 10 ქულას. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე რობინ ბერზინგის სამქულიანს გერმანეთა 13-ქულიანი დაწინაურება მოჰყვა და მატჩის ბედიც გაირკვა. დაჩენილ 4 წუთში ქართველებმა ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ შეხვედრა 10 ქულით – 57:67 დათმეს.

ილიას ზუროსმა ნამატჩევს ასე ახსნა წაგება: „დღეს ცუდად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ვერ ჩავაგდეთ ბურთები და ბევრი შეცდომა დავუშვით. ეს კალათბურთია, წინა მატჩში გადამწყვეტ მომენტში კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ, დღეს კი ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა კიდევ 2 მოგება გჭირდება, შემდეგ ეტაპზე რომ გავიდეთ და აქცენტიც ამაზე უნდა გავაკეთოთ.“
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 სექტემბერს, უკრაინასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში, დღევანდელი წაგების მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის რეალურ კანდიდატად იქცევა.
საქართველო – გერმანია 57:67 (სტატისტიკა)