„დღეს საკალათბურთო ღმერთი კეჩკემეტში იყო და უნგრეთის ნაკრებს გადმოხედა. ქართველმა კალათბურთელებმა საუკეთესო საჩუქარი გაგვიკეთეს – ბოლო წუთზე 4 საჯარიმო ააცილეს, ხოლო ჩვენებმა 2 სამქულიანი ჩააგდეს. ესაა იღბალი, სხვა თუ არაფერი, თუმცა ბოლო წუთამდე მისვლასაც შნო უნდა. ჩვენმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გულშემატკივარიც გვერდში დაგვიდგა და დღეს უნგრეთს საკალათბურთო ზეიმი ვაჩუქეთ“ – ძალიან ზუსტად, ვნდელი მატჩი.
მართლაც, ქართველებმა უნგრელებს გამარჯვება აჩუქეს. ასეთი დასანანი, მწარე შეცდომების გამო წაგებული მატჩი ძნელად გაახსენებელია. საქართველოს ნაკრები მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 5 ულას იგებდა, თანაც გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია 2 საჯარიმოს ესროდა.ზაზამ 1 სროლა ჩააგდო და იგორ კოკოშკოვის გუნდს საკმაოდ ხელსაყრელი – 6-ქულინი ჰანდიკაპი ჰქონდა, რომელიც უნგრელებმა შორი ტყორცნებით გააბათილეს.
საერთოდ, უნგრეთმა სამქულიანების წყალობით მოიგო. ივკოვიჩის გუნდი მთლად ორი სროლების იმედად კი არ იყო – თუკი ქართველები პერიმეტრზე აიწევდნენ და სამქულიანის ზონას გადაკეტავდნენ, მასპინძლები ფარქვეშ შედიოდნენ და უმეტესწილად სწრაფ გარღვევას შედეგიანად აგვირგვინებდნენ.
საქართველოს ნაკრები ჩავარდნა-აღმავლებით თამაშობდა. აშკარად მეტი პოტენციალისმქონე ქართველებს თამაში ძირითადად არ მიდიოდათ, თუმცა კლასის ხარჯზე დიდი სხვაობით არ რჩებოდნენ, ხოლო როცა ოდნავ კარგად წაუვიდოდათ თამაში, ხელჩასაჭიდ უპირატესობას იხელთებდნენ, რომლის შენარჩუნებაც ისევ და ისევ ჩავადდნების გამო შეუძლებელი იყო.
ასე დასანანად წააგო საქართველოს ნაკრებმა უნგრეთში და ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალიმოკლე გზა გაიმრუდა. 17 აგვისტოს კოკოშკოვის გუნდი პორტუგალიაში ითამაშებს, ხოლო 20 აგვისტოს ნიმბრუკში ჩეხეთთან დაპირისპირება ელის, რომელმაც დღეს პორტუგალიელები 89:53 გაანადგურა.
E ჯგუფი
1.
უნგრეთი
2
2/0
132/111
4
2.
ჩეხეთი
2
1/1
151/126
3
3.
საქართველო
2
1/1
146/136
3
4.
პორტუგალია
2
0/2
91/147
2
სრული სტატისტიკა: http://www.fibaeurope.com/cid_KNce8jInH7Qj1EsyH5rjn2.gameID_9318-E-4-2.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2015.roundID_9318.teamID_.html
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„რთული და დაძაბული მატჩი იყო. ბევრი გულშემატკივარი ქომაგობდა უნგრეთს. მივულოცავ მასპინძლებს ამ გამარჯვებას. ორივე გუნდს სჭირდებოდა გამარჯვება, ჩვენ მოგების რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ ბოლო წუთზე 2 უხეში შეცდომა დავუშვით. მთლიანობაში, ამ მომენტისთვის უკეთესმა გუნდმა მოიგო, უნგრეთმა კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა“.
ჟაბა ფერენცი, უნგრეთის ნაკრების მოთამაშე:
„ძალიან თანაბარი და დაძაბული თამაში იყო. დიდი მადლობა ფანებს გვერდში დგომისთვის. საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე გაგვასწრო, მაგრამ ჩვენ შევძელით ჩამორჩენის გაბათილება. ბოლო წუთებზე მოვახერხეთ მობილიზება და გავიმარჯვეთ. ახლა ეს მოგება უნდა დავივიწყოთ და ჩეხეთთან მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ“.
სტოიან ივკოვიჩი, უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„დღეს საკალათბურთო ღმერთი კეჩკემეტში იყო და უნგრეთის ნაკრებს გადმოხედა. ქართველმა კალათბურთელებმა საუკეთესო საჩუქარი გაგვიკეთეს – ბოლო წუთზე 4 საჯარიმო ააცილეს, ხოლო ჩვენებმა 2 სამქულიანი ჩააგდეს. ესაა იღბალი, სხვა თუ არაფერი, თუმცა ბოლო წუთამდე მისვლასაც შნო უნდა. ჩვენმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გულშემატკივარიც გვერდში დაგვიდგა და დღეს უნგრეთს საკალათბურთო ზეიმი ვაჩუქეთ“