საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “ოვარენშეს” დარბაზში ივარჯიშა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “ოვარენშეს” დარბაზში ივარჯიშა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა პორტუგალიური კლუბის, „ოვარენშეს“ დარბაზში დილის მსუბუქი ვარჯიში გამართა.
 
კალათბურთელებმა ძირითადად სროლებში ივარჯიშეს და დრო სატრენაჟორო დარბაზშიც გაატრეს. ოვარის დარბზი თანამედროვე და საკმაოდ კომფორტულია. „ოვარენშეს“ დარბაზი „დოლჩე ვიტას“ სახელს ატარებს და ის დაახლოებით 4 ათას მაყურებელს იტევს.
 
საქართველოს ნაკრები საღამოს ვარჯიშს 20:00 საათზე გამართავს.