საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ილიას ზუროსს იუბილეს ულოცავს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ილიას ზუროსს იუბილეს ულოცავს

დღეს, 11 მარტს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის იუბილეა. ჩვენი ნაკრების ბერძენი თავკაცი 50 წლის გახდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ფედერაციის სახელით ულოცავს ბატონ ილიასს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში.