საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ჩატარდა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ფედერაციის საანგარიშო–საარჩევნო ყრილობისა და პრეზიდენტის არჩევნების თემაც.
აღმასკომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ამა წლის 11 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობის მსურველებისთვის კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი.
საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის სააქტო დარბაზში 11 ნოემბრის 14 საათზეა დანიშნული, ხოლო მასში მონაწილე დელეგატთა რეგისტრაცია 13 საათიდან დაიწყება.
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ფედერაციის 57 ფიზიკური და 17 იურიდიული პირი.