საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს–რელიზი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომდევნო საშინაო მატჩი 11 აგვისტოს ელის პორტუგალიასთან. ამ მატჩის ბილეთების გაყიდვა 8 აგვისტოდან დაიწყება. თბილისის სპორტის სასახლის სალაროები ბილეთების შეძენის მსურველებს 12 საათიდან მოემსახურება.
 
გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველო – პორტუგალიის, ასევე დანარჩენი საშინაო  მატჩების: საქართველო – ბელგიის (20 აგვისტო) და საქართველო – ბულგარეთის (29 აგვისტო) ბილეთების შეძენა.
 
ბილეთების ფასი იქნება 5, 10 და 15 ლარი.
5–ლარიანი ბილეთები: მე–2 იარუსი (მე–4, მე–8, მე–12, მე–16 სექორები)
10–ლარიანი ბილეთები: მე–2 იარუსი (1, 2, 3, 5, 6, 7, 9, 10, 11, 13, 14, 15 სექტორები)
15–ლარიანი ბილეთები: პირველი იარუსი (5, 6, 7, 13, 15 სექტორები)
გაყალბების თავიდან ასაცილებლად ყველა ბილეთს დატანებული ექნება სპეციალური დამცავი ჰოლოგრამა, რომელსაც სპორტის სასახლის შესასვლელში სპეციალური დაცვა გააკონტროლებს.