საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს–რელიზი ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წლეულს ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის. სერბ სპეციალისტ იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მომავალ აგვისტოში C ჯგუფის მეორე წრის 4 მატჩის გამართვა მოუწევს. აი, ისინიც:
• 15 აგვისტო  საქართველო – ლუქსემბურგი, თბილისის სპორტის სასახლე,19 საათი.
• 19 აგვისტო საქართველო – ირლანდია, თბილისის სპორტის სასახლე, 19 საათი.
• 22 აგვისტო  საქართველო – სლოვაკეთი, თბილისის სპორტის სასახლე, 19 საათი.
• 26 აგვისტო  საქართველო – შვედეთი, თბილისის სპორტის სასახლე, 19 საათი.
• ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები გამართავს A დივიზიონში გადასასვლელ ორ მატჩს (საპლეიოფო სისტემით: შინ და სტუმრად, 5 და 9 სექტემბერს). მეტოქე გაირკვევა ჯგუფური ეტაპის დამთავრების შემდეგ.
საბოლოოდ დადგინდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ამ მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის განრიგი, რომელიც ასე გამოიყურება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები (ირლანდია. 2008 წელი)
• საქართველოს ნაკრები 20 ივლისს, თბილისიდან გაფრინდება ავსტრიაში და დაბანაკდება ვენის მახლობლად მდებარე შტაინბურნის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც 29 ივლისამდე გაივლის მოსამზადებელი შეკრების პირველ ეტაპს.
• 30 ივლისს საქართველოს ნაკრები ვენიდან გადაფრინდება ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში, სადაც 31 ივლისს და 1 აგვისტოს გამართავს 2 ამხანაგურ მატჩს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან.
• 2 აგვისტოს საქართველოს ნაკრები დაბრუნდება შტაინბურნში და განაგრძობს შეკრებას.
•  7 და 8 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ქალაქ ბადენში გამართავს 2 ამხანაგურ მატჩს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან.
• 9-დან 12 აგვისტომდე საქართველოს ნაკრები კვლავ შტაინბურნში დაბანაკდება და 13 აგვისტოს გამთენიისას ვენიდან თბილისში ჩამოფრინდება.
 
 
საქართველოს ნაკრები ავსტრიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
 
უკანა ხაზი: ტაირონ ელისი, გოირგი ცინცაძე, ლაშა გამყრელიძე, კოტე ტუღუში, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა
 
ფორვარდები: ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, თორნიკე შენგელია, ლევან შენგელია, მიხეილ ბერიშვილი
 
ცენტრები: ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, ნიკა მეტრეველი
 
მთავარი მწვრთნელი – იგორ კოკოშკოვი
მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – ჯეისონ სტოდტი და დავით უსტიაშვილი
ფიზ-მომზადების მწვრთნელი – ავთანდილ ბერიძე
ექიმები – თემურ ყიფშიძე და თემურ ხვედელიძე
გენერალური მენეჯერი – მერაბ რატიშვილი

წინა სეზონის მოსამზადებელი ეტაპიც იგორ კოკოშკოვმა (ცენტრში) წარმართა