საქართველოს ლიტვაში ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავს

საქართველოს ლიტვაში ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ ესპანეთს აჯობა. ეს იმ გამოკითხვის შედეგია, რომელიც ლიტვაში მოეწყო და კითხვა ასე ჟღერდა: რომელი ქვეყნის ნაკრებს ქომაგობდით ევროპის ჩემპიონატზე ლიტვის შემდეგ? აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 25 პროცენტი საკუთარი გუნდის შემდეგ საქართველოს გულშემატკივრობდა. ჩვენს ეროვნულ გუნდს 2 მეათედი პპოცენტით ჩამორჩა ევრობასკეტის გამარჯვებული ესპანეთი. გამოკითხვაში საქართველოსა და ესპანეთის შემდეგ ლატვია, გერმანია, სერბეთი და ხორვატია მოდიან.