საქართველოს ნაკრები ევროექსპერტთა აზრით ყველაზე სტაბილურია

საქართველოს ნაკრები ევროექსპერტთა აზრით ყველაზე სტაბილურია

ევროპელი ექსპერტების აზრით, საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია. ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველ 2 კვირაში ერთხელ ქვეყნდება ევრობასკეტ 2013-ის მონაწილეთა კლასიფიკაცია, სადაც გუნდები სიძლიერის მიხედვით არიან განლაგებულნი. გუშინ ევროპელი ექსპერტების კლასიფიკაციის მე-4 გამოცემა გამოქვეყნდა, სადაც საქართველო კვლავ მე-14 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ აქამდე შედგენილ ყველა კლასიფიკაციაში საქართველოს ნაკრები სწორედ მე-14 ადგილზე იყო.
 

 
მარცინ გორტატის ტრავმის გამო 2 საფეხურით დაქვეითდა და 21-ე ადგილზეა ჩვენი მეტოქე პოლონეთი, ხოლო დანარჩენს ოპონენტებს – ესპანეთს, სლოვენიას, ხორვატიას და ჩეხეთს ადგილი არ შეუცვლიათ. გთავაზობთ ევრობასკეტ 2013-ის მონაწილე 24 გუნდის კლასიფიკაციას და ჩვენი ოპონენტების შესახებ ექსპერტების მიერ გამოთქმულ შეფასებებს.
 
1. ესპანეთი                 (0)
„ესპანური არმადის“ წარმომადგენლები ატლანტიკის ორივე მხარეს დამაჯერებლად ასპარეზობენ – განსაკუთრებით ევროპაში, სადაც დიდი შანსია, ევროლიგის ფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „რეალი“ შეხვდნენ.
2. საფრანგეთი            (0)
3. სლოვენია               (0)
სლოვენიელებს რამდენიმე ისეთი გამოცდილი კალათბურთელი დაემატა, რომლებიც აქამდე ნაკრებში წლებია, არ უთამაშიათ. ეს მომენტი უფრო მეტად დამაჯერებელს ხდის მასპინძლების შანსებს, დაიკავონ საპრიზო ადგილი.
4. საბერძნეთი            (0)
5. ლიტვა                     (+2)
6. მონტენეგრო           (0)
7. რუსეთი                  (-2)
8. იტალია                   (0)
9. სერბეთი                 (+1)
10. თურქეთი             (-1)
11. ხორვატია             (0)
ხორვატია მომავლის გუნდია. ამ ნაკრებს ჰყავს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა დარიო სარიჩი, რომელიც ევროპაში უმაღლეს დონეზე თამაშს ნელ-ნელა ეგუება.
12. გერმანია               (+1)
13. ისრაელი               (-1)
14. საქართველო   (0)
იტალიიდან თურქეთში გადასვლით მანუჩარ მარკოიშვილი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ითამაშებს. „გალათასარაი“ თურქულ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს, რაც ქართველი ფორვარდისთვის საკმაოდ სასარგებლოა.
15. ბოსნია                  (0)
16. ფინეთი                 (0)
17.დიდი ბრიტანეთი (+1)
18. მაკედონია                        (-1)
19. უკრაინა                (+2)
20. ლატვია                 (0)
21. პოლონეთი           (-2)
ცოტა ხნის წინ მარცინ გორტატის მიერ ამერიკულ მედიაში გაკეთებული კომენტარები პოლონეთის ნაკრებში წყალს ამღვრევს. „ფინიქს სანსის“ პოლონელმა ცენტრმა ტრავმა მიიღო და განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში არ ითამაშოს. პრჟემისლავ კარნოვსკის გუნდისთვის ეს სერიოზული პრობლემაა.  
22. შვედეთი               (0)
23. ჩეხეთი                  (0)
„ნიმბრუკი“, რომელშიც ჩეხეთის ნაკრების წევრთა უმეტესობა თამაშობს, როგორც ევროთასიდან, ასევე VTB-ის ლიგიდან გამოვარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკრების წევრები ზაფხულის სანაკრებო შეკრებას შედარებით ნაკლები სათამაშო პრაქტიკით შეხვდებიან.
24. ბელგია (0)