საქართველოს ნაკრები ისლანდიაშია

ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში რეიკიავიკში ისლანდიას შეხვდება. საქართველოს ნაკრები რეიკიავიკში ჩაფრინდა, გზად კი რიგისა და ოსლოს გავლა მოუხდა.ნაკრები “ფოსის” სასტუმროში დაბინავდა, რომელიც შორს არის იდეალურისგან.კენ შილდსის გუნდში ვლადიმერ ბოისა ჩავიდა, რომელიც ნაკრების 12-კაციან განაცხადში გიორგი შერმადინის ადგილს დაიკავებს.შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 23 საათსა და 15 წუთზე ზეგ გაიმართება, იქამდე კი ნაკრები 28-ში საღამოს, მერე კი 29-ში დილით ვარჯიშებს გამართავს.